ლექსიკონი

განათლება

1 საკანონმდებლო განმარტება · საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება

განათლება ადამიანის პიროვნული თავისუფლებისა და თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია, ხოლო განათლების უფლება ინდივიდის ავტონომიური განვითარებისა და თვითრეალიზაციის გარანტიას წარმოადგენს. განათლების უფლებით სარგებლობა მხოლოდ ინფორმაციისა და ცოდნის დაგროვებას არ გულისხმობს: მისი სოციალური ფუნქციაა თითოეული პირის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება და საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანა. ზოგადი განათლების სრულად დაფინანსება სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომლის განხორციელების წესს კანონი განსაზღვრავს.

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

განათლების უფლება პიროვნების თავისუფალი განვითარების უზოგადესი უფლებისაგან დამოუკიდებლად დაცული უფლება და ამავე დროს მისი განხორციელების მნიშვნელოვანი გარანტიაა. ზოგადი განათლების სრულად დაფინანსების წესი კანონით განისაზღვრება, თუმცა კანონი კონსტიტუციის მატერიალურ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 16 (1995)მუხ. 35 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • №2/7/152810.11.2023გადაწყვეტილება
    „2. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი განათლების განსაკუთრებულ როლს ადამიანის პიროვნული განვითარების კუთხით. სასამართლოს განმარტებით, „განათლების უფლებით სრულყოფილ რეალიზაციაზეა დამოკიდებული ადამიანის პიროვნული თავისუფლება იმდენად, რამდენადაც შესაბამისი განათლების გარეშე ადამიანი რთულად თუ შეძლებს საკუთარი პიროვნების თავისუფალ განვითარებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას... ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო გარანტიას განათლე…“
  • №3/7/67929.12.2017გადაწყვეტილება
    „4. პიროვნების თავისუფალი განვითარება უზოგადესი უფლებაა. მისი შეუფერხებელი რეალიზება გულისხმობს მრავალი სხვადასხვა სახის გარანტიისა და უფლებრივი კომპონენტის ერთობლივ მოქმედებას. პიროვნების თავისუფალი განვითარების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიებს შეიცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული სხვადასხვა უფლებებიც, რომლებიც განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების ცალკეულ გამოვლინებებთან დაკავშირებულ კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს. მაგალითად, შესაბამისი კონსტიტუციური დებულებებით არის დაცული რწმენის …“
  • №2/3/54012.09.2014გადაწყვეტილება
    „12. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზოგად განათლებას, კანონით დადგენილი წესით, სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ამგვარად, კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სრულად დააფინანსოს ზოგადი განათლება. ამასთანავე, სრულად დაფინანსების წესი განისაზღვრება კანონით. კანონი, რომელიც განსაზღვრავს დაფინანსების ოდენობას, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მატერიალურ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი სახე…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მოიცავს იმ ქმედებათა პროცესს, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლება არის: ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

მსგავსი იურიდიული ტერმინები

წყაროები: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო