ლექსიკონი

მარწმუნებელი

1 საკანონმდებლო განმარტება · საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება

მარწმუნებელი არის პირი, რომლის ინტერესებსაც წარმომადგენელი იცავს. სასამართლო პროცესში წარმომადგენლის მონაწილეობის მიუხედავად, საკუთარი პოზიციის დაცვის უფლება პირველ რიგში მარწმუნებელს ეკუთვნის და მას უნდა შეეძლოს წარმომადგენლის საქმიანობის მონიტორინგი ან კორექტირება. შეკრებებისა და მანიფესტაციების მარეგულირებელ კანონში ტერმინს სპეციალური მნიშვნელობა აქვს და იგი შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორთა განსაზღვრულ წრეს აღნიშნავს.

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

მარწმუნებელი განსხვავდება წარმომადგენლისგან, რომელიც მის ინტერესებს იცავს. შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორის საკანონმდებლო განსაზღვრება სპეციალურია და არ ემთხვევა სასამართლო პროცესში წარმომადგენლობის აღწერას.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 11 (2018)მუხ. 25 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • №1/19/177901.06.2023განჩინება
    „7. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ ქმედუნარიანი პირისთვის წარმომადგენლის უფლებამოსილების მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში მინიჭებით, გაუმართლებლად ხდება არსებითად თანასწორ პირებს შორის დიფერენციაცია წოდებრივი მდგომარეობის გამო. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ადვოკატის სტატუსის არარსებობა არ უ…“
  • №2/2/55827.02.2014გადაწყვეტილება
    „15. გაძევება განსხვავებული სამართლებრივი შედეგების მატარებელია პროცესის მონაწილისათვის (მაგალითად, მოსარჩელე, მოპასუხე ან სხვა სუბიექტი) და დარბაზში მყოფი პირისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში გაძევებას სადამსჯელო ბუნება გააჩნია, დარბაზში მყოფი პირის მიმართ მისი გამოყენების შემთხვევაში, მას ართმევს მხოლოდ სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობას, ხოლო პროცესის მონაწილის მიმართ გამოყენებისას – საქმის განხილვაში მონაწილეობის, არგუმენტების წარდგენის და საკუთარი პოზიციის პირადად დაცვის შესაძლებლობასაც.…“
  • №2/482,483,487,50218.04.2011გადაწყვეტილება
    „129. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, "მარწმუნებელი", შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი შეიძლება იყოს მხოლოდ პოლიტიკური პარტია, გაერთიანება, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი. სადავო ნორმის მიხედვით, „მარწმუნებელი“ ვერ იქნება ფიზიკური პირი. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ინდივიდის უფლებაა, სადავო ნორმა კი ლეგიტიმური მიზნის არსებობის გარეშე ზღუდავს უფლებას, შესაბამისად, არღვევს კონსტიტ…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

პირი, რომელიც პატენტრწმუნებულს ანიჭებს უფლებამოსილებას, მისი სახელითა და ინტერესების შესაბამისად, ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში განახორციელოს სამართლებრივი მოქმედებები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

მსგავსი იურიდიული ტერმინები

წყაროები: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო