Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებმუხლი 2

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №0კონსოლიდირებული · 29 მაი. 2024

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №1 (27.10.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №0 (29.05.2024), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

თემები:პატენტის რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს პატენტრწმუნებული (შემდგომ − პატენტრწმუნებული) − საერთო სპეციალიზაციის ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პირი; ბ) საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული – საქართველოს მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია პატენტრწმუნებულთა რეესტრში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქმიანობას; გ) სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული – საქართველოს მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია პატენტრწმუნებულთა რეესტრში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქმიანობას სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის მიმართულებით; დ) პატენტრწმუნებულთა რეესტრი (შემდგომ − რეესტრი) − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ (შემდგომ – საქპატენტი) მიერ ამ კანონისა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად წარმოებული რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც გულისხმობს პირისთვის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მინიჭებას და, ამავდროულად, მისი უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია; ე) საგამოცდო კომისია – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომლის საქმიანობის წესიც განსაზღვრულია იმავე ბრძანებით და რომელიც ორგანიზებას უწევს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას, პასუხისმგებელია აღნიშნული გამოცდის შედეგების შეფასებისთვის და ახორციელებს ამ კანონითა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ვ) პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა (შემდგომ – საკვალიფიკაციო გამოცდა) – საქპატენტის მიერ ამ კანონითა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ორგანიზებული გამოცდა; ზ) მარწმუნებელი − პირი, რომელიც პატენტრწმუნებულს ანიჭებს უფლებამოსილებას, მისი სახელითა და ინტერესების შესაბამისად, ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში განახორციელოს სამართლებრივი მოქმედებები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საპატენტო წარმოებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 29 მაი. 2024

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საპატე… 2მუხლი 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 6პატენტრწმუნებული
  • 7პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებები
  • 31იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელსაც საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი ამ კანონის ამოქმედებამდე მიენიჭა

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 22¹პატენტრწმუნებულის დანიშვნა
  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • 1 (დანართი 1)საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანი
  • 3 (დანართი 1)საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები
  • 23 (დანართი 1)პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვება გარდამავალ პერიოდში

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁵ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

დიზაინის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 2

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
222¹363²⁵222467311 (და…3 (და…23 (დ…2
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საპატენტო …საქართველოს პატენტრწმუ…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს სამოქალაქო…დიზაინის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 29 მაი. 2024 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 2 ნოე. 2026