სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სტატისტიკურ საქმიანობათა სისტემა, რომლის საფუძველზედაც მიიღება ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის „თ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის საფუძველზე, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებული სტატისტიკა, თუ მისი წარმოება ხორციელდება საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული /აღიარებული საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე
ოფიციალური სტატისტიკა
კანონში განსაზღვრული 2 განმარტება
სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სტატისტიკურ საქმიანობათა სისტემა და საერთაშორისო სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების საფუძველზე წარმოებული სტატისტიკის მონაცემები, რომლებიც აღწერს საქართველოში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ მდგომარეობას, მისი გარემოს მდგომარეობას, აგრეთვე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკა
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით
იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)

