Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაოფიციალური სტატისტიკის შესახებმუხლი 3

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityსხვა არამატერიალური აქტივების შეფასებაინსტიტუციური ინვესტიცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ოფიციალური სტატისტიკა − სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სტატისტიკურ საქმიანობათა სისტემა და საერთაშორისო სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების საფუძველზე წარმოებული სტატისტიკის მონაცემები, რომლებიც აღწერს საქართველოში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ მდგომარეობას, მისი გარემოს მდგომარეობას, აგრეთვე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკა; ბ) სტატისტიკის ეროვნული სისტემა – საქართველოში არსებული ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოებისა და სტატისტიკური ერთეულების ერთობლიობა, რომლებიც აგროვებენ, ამუშავებენ და ავრცელებენ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებს; გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა – საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წლიური ან მრავალწლიანი გეგმა, რომელიც ძირითადად შეიცავს ინფორმაციას შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალისა და მათ შემსრულებელთა, აგრეთვე შესაბამისი დაკვირვების ჩატარების პერიოდულობისა და მისი შედეგების გამოქვეყნების თარიღის შესახებ; დ) მონაცემების სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენება − მონაცემების ექსკლუზიურად გამოყენება ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებისა და წარმოებისთვის, სტატისტიკური ანალიზის განხორციელებისა და სტატისტიკური მომსახურების გაწევისთვის, ყველა საქმიანობის ჩათვლით, რომლებსაც ეს კანონი არეგულირებს; ე) სტატისტიკური გამოკვლევა − ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს მიერ რესპონდენტთა განსაზღვრული ერთობლიობისგან ინდივიდუალური მონაცემების შეგროვება ექსკლუზიურად სტატისტიკური მიზნებისთვის, სტატისტიკური მეთოდოლოგიის სისტემატური გამოყენებით; ვ) აღწერა – სტატისტიკური გამოკვლევა, რომელიც სრულად მოიცავს მოსახლეობას, საცხოვრისებს, ეკონომიკურ ერთეულებს, შენობებსა და სასოფლო მეურნეობებს და რომლის ჩატარების დროსაც გარკვეული სტატისტიკური მახასიათებლებით ხდება სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი მონაცემების მიღება; ზ) სტატისტიკური ერთეული − სტატისტიკური მახასიათებლების მქონე ერთეული, მათ შორის, ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი; თ) რესპონდენტი − სტატისტიკური ერთეული, რომელიც ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოს სტატისტიკური მიზნებისთვის აწვდის ინდივიდუალურ მონაცემებსა და სხვა სახის მონაცემებს; ი) სტატისტიკური მეთოდოლოგია − მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის თეორიისა და მეთოდების ერთობლიობა; კ) შემუშავება − საქმიანობა (აქტივობა), რომელიც უკავშირდება ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისას და გავრცელებისას გამოყენებული სტატისტიკური მეთოდების, კონცეფციების, სტანდარტებისა და პროცედურების შექმნას, გაუმჯობესებასა და სრულყოფას; ლ) წარმოება − საქმიანობა, რომელიც უკავშირდება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით მონაცემების აუცილებელ შეგროვებას, დამუშავებას, ანალიზსა და შენახვას; მ) გავრცელება − მოქმედება, რომლის შედეგადაც სტატისტიკური მონაცემები, სტატისტიკური ანალიზის შედეგები, სტატისტიკური მომსახურება და მეტამონაცემები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება; ნ) პირველადი გავრცელება − ისეთი გავრცელება, რომლის დროსაც სტატისტიკური მონაცემები საჯაროდ პირველად ქვეყნდება; ო) ადმინისტრაციული მონაცემები − საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული ნორმებისა) შესაბამისად ადმინისტრაციული მიზნებისთვის შეგროვებული მონაცემები; პ) სტატისტიკური რეგისტრი − სტატისტიკური ერთეულებისა და მათი მახასიათებლების სია, იდენტიფიკატორების ჩათვლით, რომლებიც აუცილებელია სტატისტიკის წარმოებისთვის; ჟ) ინდივიდუალური მონაცემები − სტატისტიკური ერთეულის შესახებ დეტალური მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; რ) აგრეგირებული მონაცემები − ინდივიდუალური მონაცემების დამუშავებით მიღებული შედეგები (მაგალითად, ჯამი); ს) კონფიდენციალური მონაცემები − ინფორმაცია, რომელიც სტატისტიკური მიზნებისთვის არის შეგროვებული და სტატისტიკური ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა; ტ) იდენტიფიკატორი − სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც სტატისტიკური ერთეულის უნიკალური იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის, მისი სახელის, ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობის ან საიდენტიფიკაციო ნომრის მეშვეობით. იდენტიფიკატორით შესაძლებელია პირდაპირი იდენტიფიცირება, კერძოდ, შეიძლება კონკრეტული სტატისტიკური ერთეულის იდენტიფიცირება ერთი იდენტიფიკატორის ან იდენტიფიკატორების კომბინაციის საფუძველზე. ნებისმიერი სხვა საშუალებით იდენტიფიცირება არაპირდაპირ იდენტიფიცირებად მიიჩნევა; უ) მეტამონაცემები − მონაცემები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც სტანდარტულად აღწერს სტატისტიკურ მონაცემებსა და სტატისტიკურ პროცესებს ამ მონაცემთა წყაროების, შესაბამისი მეთოდების, განმარტებებისა და კლასიფიკაციების, აგრეთვე აღნიშნულ მონაცემთა ხარისხის შესახებ ინფორმირებით; ფ) საქსტატი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ქ) შინამეურნეობა − იმ ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ცხოვრების საერთო წესებს ექვემდებარებიან და ერთმანეთთან საერთო ბიუჯეტით ან მისი ნაწილით არიან დაკავშირებული და ნათესაური ან/და არანათესაური ურთიერთობები აქვთ. შინამეურნეობა შეიძლება ერთი ადამიანისგანაც შედგებოდეს. თავი II. ოფიციალური სტატისტიკის მიზანი და ძირითადი პრინციპები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დომენური სახელების და ციფრული აქტივების შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დემოგრაფიული და სოციო-ეკონომიკური ფაქტორების ანალიზისერვისის გვერდი
  • On-chain ანალიტიკა და Cointime Economics მეთოდოლოგიასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №3

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ზოგადი… 2მუხლი 2

მიუთითებენ მასზე

მუხლი 6მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 6სტატისტიკის ეროვნული სისტემა
  • 20სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა
  • 1კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 65ტერმინთა განმარტება

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 6ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 34საქსტატი

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

პოლიციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2226522234362920163
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…საქართველოს ზოგადი ადმ…პროდუქტის უსაფრთხოების…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…აჭარის ავტონომიური რეს…კონტრდაზვერვითი საქმია…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026