საჯარო რეესტრი არის უძრავ ქონებაზე უფლებების რეგისტრაციის სისტემა, რომლის მონაცემებიც ხელმისაწვდომია პირის ადგილსამყოფლის მიუხედავად. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს და უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას. რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრეზუმფციის მიუხედავად, უფლების არასწორად რეგისტრაციის შესაძლებლობა თეორიულად გამორიცხული არ არის.
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
საჯარო რეესტრში პირის მესაკუთრედ რეგისტრაცია თავისთავად არ გამორიცხავს, რომ იგი არასწორად იყოს რეგისტრირებული და ქონების გასხვისების უფლებამოსილება არ ჰქონდეს. რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრისა და შემძენის მიერ ამ ფაქტის ცოდნის ერთდროულად არსებობისას შემძენის დაცვა უნდა გამოირიცხოს.
საკვანძო პრეცედენტები
„5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით: „სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებში ნახსენებ ტერმინ „გამსხვისებელში“ ყოველთვის იგულისხმება პირი, რომელიც არ არის უფლებამოსილი, გაასხვისოს საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებული უფლება და ამდენად, ის არ არის უფლებამოსილი დადოს გარიგება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილება №ას-1607-1509-2012). ზოგადი წესის თანახმად, საკუთრების შეძენა ხდება ქონების ნამდვილ მესაკუთრესა და შემძენს შორის დადებული გარიგების საფუძველზე. საქ…“
„34. დაინტერესებული პირების (სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში – სათანადო მოპასუხის და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების) უფლების დაცვის საჭიროების სხვა კონკრეტული პირების ინტერესებისა და უფლებების დარღვევის საფრთხესთან დაპირისპირებისას, სადავო ნორმით გათვალისწინებული 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა დაარღვევდა ინტერესთა შორის სამართლიან ბალანსს დაინტერესებული პირების საზიანოდ, თუ ის იმდენად აშკარად, არაგონივრულად მცირე, ხანმოკლე იქნებოდა, რომ ობიექტურად არასაკმარისი აღმოჩნდებოდა უფლების გამოყენებისა და დაცვის…“
წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

