Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფაქტორინგის შესახებმუხლი 2

ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 6 აპრ. 2026
თემები:კომერციული უძრავი ქონების შეფასებაწილებისა და აქციების შეფასებაინტელექტუალური საკუთრების შეფასებამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობასატრანსპორტო საშუალებების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კომერციული ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი; ბ) მიკრობანკი − „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი; გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია − „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; დ) ბენეფიციარი მესაკუთრე − პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი − მისი მმართველი ორგანოს წევრი; ე) მნიშვნელოვანი წილი − პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული საწარმოს განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ საწარმოზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან/და კონტროლი, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა; ვ) მნიშვნელოვანი გავლენა − საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი; ზ) განცხადებული კაპიტალი − საწარმოს პარტნიორთა/აქციონერთა მიერ დათქმული და საწარმოს წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი; თ) განაღდებული კაპიტალი − განცხადებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი; ი) საკუთარი კაპიტალი − საწარმოს აქტივების ის ნაწილი, რომელიც რჩება ყველა ვალდებულების გამოკლების შემდეგ; კ) კონტროლი − საწარმოს ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 50 პროცენტის ან 50 პროცენტზე მეტის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობა ან/და საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა პარტნიორებთან/აქციონერებთან შეთანხმების საფუძველზე მიღებული საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს ანიჭებს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორების უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას; ლ) დებიტორული დავალიანება − ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის (ამ კანონის მიზნებისთვის მომსახურების გაწევა არ მოიცავს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს), მათ შორის, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული პროდუქტის ან/და მომსახურების მიწოდების, შედეგად წარმოშობილი ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნის ნებისმიერი არსებული მოკლევადიანი ვადამოუსვლელი უფლება, როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ, გარდა ჩეკის, თამასუქის, ფასიანი ქაღალდის, აკრედიტივის ან სადეპოზიტო ანგარიშიდან გამომდინარე გადახდის მოთხოვნის უფლებისა; მ) მოკლევადიანი ვადამოუსვლელი უფლება − დებიტორული დავალიანება, რომლის გადახდის ვადა მისი წარმოშობიდან 1 წელს არ აღემატება; ნ) მოთხოვნის დამთმობი მხარე − ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ფაქტორინგის ხელშეკრულებისა და ძირითადი ხელშეკრულების მხარეა და ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებას ფაქტორინგის ხელშეკრულების  შესაბამისად ფაქტორს გადასცემს; ო) მოვალე − იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის, რომელიც ძირითადი ხელშეკრულების მხარეა და რომლის მიმართაც არსებობს დებიტორული დავალიანება; პ) საგადასახადო ანგარიშფაქტურა − საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც ელექტრონული ფორმითაა გამოწერილი; ჟ) საჯარო რეესტრი − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; რ) ფაქტორინგის რეესტრი − საჯარო რეესტრის მიერ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოებული რეესტრი, რომელიც არის ფაქტორინგის მიზნებისთვის გამოყენებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის, ინვოისის, შესაბამისი ფაქტორის, მოთხოვნის დამთმობი მხარისა და მოვალის დასახელებების, ფაქტორინგის ხელშეკრულების მოქმედების ვადის, ფაქტორინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობისა და ამ ანაზღაურების გადახდის მდგომარეობის შესახებ მონაცემების ერთობლიობა; ს) ფაქტორი − ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე სუბიექტი, რომელიც ფაქტორინგის ხელშეკრულების მხარეა და რომელსაც მოთხოვნის დამთმობი მხარე დებიტორულ დავალიანებას გადასცემს; ტ) ფაქტორინგული კომპანია − შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისა და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით აქვთ ფაქტორინგის განხორციელების უფლება); უ) ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორი − ფაქტორინგული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვს ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს ფაქტორინგული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო; ფ) ფაქტორინგული პლატფორმა − შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას; ქ) ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორი − ფაქტორინგული პლატფორმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვს ფაქტორინგული პლატფორმის საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს ფაქტორინგული პლატფორმის სამეთვალყურეო საბჭო; ღ) ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურება − მომსახურება, რომელიც ფაქტორინგიდან გამომდინარე ხორციელდება და მოიცავს ერთ-ერთ შემდეგ საქმიანობას: ღ.ა) დებიტორული დავალიანების ფარგლებში მოთხოვნის დამთმობი მხარის დაფინანსებას, მათ შორის, ავანსის გადახდას; ღ.ბ) დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებული ანგარიშების (აღრიცხვიანობის) წარმოებას; ღ.გ) დებიტორული დავალიანების ამოღებას; ღ.დ) ფაქტორინგის განსახორციელებლად აუცილებელ სხვა საქმიანობას; ყ) ძირითადი ხელშეკრულება − მოვალესა და მოთხოვნის დამთმობ მხარეს/კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შესახებ, მათ შორის, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლების გადაცემის თაობაზე; შ) რეზიდენტი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული რეზიდენტი; ჩ) არარეზიდენტი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული არარეზიდენტი; ც) მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი − საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან ინვოისი, რომელიც სათანადო ფორმითაა გამოწერილი და მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობას ადასტურებს; ძ) დებიტორული დავალიანების გადაცემა − მოთხოვნის დამთმობი მხარის მიერ დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის საკუთრებაში გადაცემა; წ) ინვოისი − ფინანსური დოკუმენტი, რომელიც ფორმდება საქონლის ან/და მომსახურების მყიდველსა და გამყიდველს შორის, ადასტურებს მყიდველის მიმართ დებიტორული დავალიანების არსებობას და რომელშიც  აღრიცხულია სულ მცირე ინვოისის გამომწერისა და მიმღების დასახელებები, პირადი ნომრები ან/და საიდენტიფიკაციო ნომრები, გაყიდული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების დასახელება, ჩამონათვალი და რაოდენობა, ინვოისის გამოწერის თარიღი, ასანაზღაურებელი ფულადი თანხის ოდენობა და ვალუტა; ჭ) ურთიერთდამოკიდებული პირები − „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებული პირები.

შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბენეფიციარული მესაკუთრის გამჟღავნება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომერციული ფართის საიჯარო განაკვეთის განსაზღვრა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომერციული სატრანსპორტო ფლოტის (ავტოპარკის) შეფასებასერვისის გვერდი
  • მინორიტარული წილის შეფასება და დისკაუნტის ანალიზისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-06

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საგადა… 180საქართველოს საგადა… 180მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 1კანონის რეგულირების სფერო

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება
  • 2კანონის მოქმედების სფერო

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 2—

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

კონკურენციის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22218012218032221252
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…ფაქტორინგის შესახებმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 6 აპრ. 2026