„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 106. წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დასაშვებია მედიაციის პროცესში მხარის მონაწილეობა როგორც უშუალოდ, ისე შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მედიატორი ნოტარიუსი უფლებამოსილია, მოითხოვოს მედიაციის პროცესში მხარის უშუალოდ მონაწილეობა.

2.მედიატორ ნოტარიუსს უფლება აქვს, მხარისათვის იურიდიული დახმარების მიზნით, მოითხოვოს მედიაციის პროცესში ადვოკატის ან სხვა წარმომადგენლის ჩართვა. მხარის უარი ადვოკატის ჩართვაზე შესაძლოა, გახდეს მედიაციის პროცესის შეწყვეტის საფუძველი.

3.„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნოტარიუსი მედიატორის მიერ მედიაციის პროცესის წარმართვისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება არ შეიძლება გახდეს მედიაციის პროცესის შეწყვეტის საფუძველი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 12.08.2013წ. საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2016 წლის 30 ივლისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 31.07.2016წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №488 - ვებგვერდი, 31.12.2019 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 1 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მარ. 2010 – 1 ოქტ. 2013 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2019

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9810038¹108105101201918476106
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებმედიაციის შესახებმიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23