„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 105. მედიაციის ჩატარების ზოგადი წესები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მედიაციის ჩასატარებლად მედიატორი ნოტარიუსი მონაწილე მხარეებს იწვევს დახურულ სხდომაზე.

2.მედიაცია, როგორც წესი, ტარდება ზეპირი ფორმით.

3.ნოტარიუსი უფლებამოსილია, აწარმოოს ინდივიდუალური მოლაპარაკება თითოეულ მხარესთან.

4.ყველა მხარის თანხმობით, ნოტარიუსს უფლება აქვს, სხდომაზე მოიწვიოს მოწმეები და სპეციალისტები, განახორციელოს დოკუმენტებისა და ნივთების დათვალიერება. ამ მოქმედებების ჩატარების ხარჯები ეკისრებათ მხარეებს.

5.მხარეთა მოთხოვნით, მედიაციის პროცესში მონაწილე ყველა პირს ეკისრება კონფიდენციალურობის შენარჩუნების ვალდებულება, რომლის თაობაზეც ეს პირები მედიატორი ნოტარიუსის თანდასწრებით ხელს აწერენ შესაბამის აქტს.

6.იურიდიული პირის სახელით მედიაციის პროცესში მონაწილეობს შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენელი.

7.მედიაციის განხორციელების სხვა პროცედურებს მედიატორი ნოტარიუსი განსაზღვრავს თავისი შეხედულებისამებრ, მედიაციის წარმოების პრინციპების დაცვით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 12.08.2013წ. საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2016 წლის 30 ივლისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 31.07.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 11 სექ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მარ. 2010 – 1 ოქტ. 2013 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
187¹6938¹106104100192018847105
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებმიწის ნაკვეთებზე უფლებ…მედიაციის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23