„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 108. მედიაციის პროცესის შეწყვეტა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მედიაციის პროცესი შეწყდება, თუ: ა) მედიატორი ნოტარიუსი მიიჩნევს, რომ მედიაციის პროცესის გაგრძელება უპერსპექტივოა და დავა ვერ მოგვარდება შეთანხმების მიღწევის გზით; ბ) მედიატორმა ნოტარიუსმა განაცხადა თვითაცილება; გ) რომელიმე მხარე უარს აცხადებს მოლაპარაკების გაგრძელებაზე, რომლის შესახებაც მას შეუძლია, განაცხადოს მედიაციის ნებისმიერ ეტაპზე, მოტივის მითითების გარეშე.

2.თუ მედიატორ ნოტარიუსს შეუჩერდა ან შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება, მედიატორი ნოტარიუსი ან ნოტარიუსთა პალატა უფლებამოსილია, ყველა დაინტერესებული პირის თანხმობით, საქმე მედიაციისათვის გადასცეს სხვა ნოტარიუსს. თუ აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია, მედიაციის პროცესი წყდება.

3.თუ ნოტარიუსი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ახორციელებს მედიაციას და მას შეუჩერდა ან შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ მიაწვდის ინფორმაციას სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 12.08.2013წ. საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2016 წლის 30 ივლისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 31.07.2016წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №488 - ვებგვერდი, 31.12.2019 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 1 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მარ. 2010 – 11 სექ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2019

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
272187⁷38¹106105101182019974108
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…მედიაციის შესახებმიწის ნაკვეთებზე უფლებ…ნოტარიატის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23