„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“

მუხლი 11

რედაქცია №17

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით.

2.საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.

3.განცხადებაში უნდა აღინიშნოს: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს კომისია, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი; გ) განმცხადებლის მოთხოვნა; დ) განცხადებაზე დართული დოკუმენტების ნუსხა; ე) განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.

4.განცხადებას უნდა დაერთოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო, არასასოფლო), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის ხარისხობრივი (კარგი და მწირი) მონაცემები; დ) დაინტერესებული პირის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო თუ დაინტერესებული პირი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლეა, დამატებით სავარაუდო მემკვიდრეობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ დაინტერესებული პირი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია ასი ათასზე (100 000) (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5.განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას.

6.განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს დედნის ან/და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის სახით.

7.დაინტერესებულ პირს უფლება აქვს რამდენიმე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვოს ერთი განცხადებით.

8.მიწის ნაკვეთის ერთობლივად თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთი თვითნებურად დამკავებლის მიერ. ასეთ შემთხვევაში კომისია იხილავს მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის და სხვა შესაბამისი პირის (პირების) საერთო საკუთრების უფლების აღიარების საკითხს.

9.ამოღებულია. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 11 დეკემბრის ბრძანებულება №681 - სსმ III,  №175, 11.12.2007 წ., მუხ.1938 საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 იანვრის ბრძანებულება №11 - სსმ III, №6, 16.01.2008 წ., მუხ.70 საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 19 თებერვლის ბრძანებულება №92 - სსმ III, №26, 20.02.2008 წ., მუხ.270 საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 იანვრის ბრძანებულება №46 - სსმ III, №7, 25.01.2010 წ., მუხ.68

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საკუთრების აღიარების შესახებ განცხადების განხილვაზე უარის ბათილად ცნობა და განცხადების განხილვის დავალება

    დავა შეეხებოდა თბილისის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც განმცხადებელს მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების შესახებ განცხადების ხელახლა განხილვაზე უარი ეთქვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ განმეორებითი განცხადების განხილვის წინაპირობები უნდა შეფასდეს საქმეზე წარმოდგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე. სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპერტიზის დასკვნის უარყოფა დასაბუთებული არ იყო და დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მხოლოდ მითითება აქტის კანონიერებას ვერ ადასტურებდა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • დაუშვებლობა (T5)

    მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ქონების მართვის სააგენტოს აქტების კანონიერება და ახალი აქტის გამოცემა

    დავა შეეხებოდა თბილისში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებას და ქონების მართვის სააგენტოს აქტებს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მტკიცებულებებიც მოიპოვოს. კომისიის აქტიდან და წარმოების მასალებიდან არ ირკვეოდა, მოთხოვნილი მიწიდან რა ფართობზე და რა კონფიგურაციით იქნა უფლება აღიარებული. უზენაესმა სასამართლომ კომისიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც კომისიის აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გაუქმდა და მას ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5¹547 (და…91116530383137¹11
მნიშვნელობით ახლოსფიზიკური და კერძო სამა…ფიზიკური და კერძო სამა…საჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…განსაკუთრებული მნიშვნე…კანონიერი მოსარგებლეებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა