1.თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესითა და ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში კონსულტაციისთვის მიიწვიოს შესაბამისი სახელმწიფო უწყების კომპეტენტური წარმომადგენელი (წარმომადგენლები).
1¹.საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობამ შესაძლებელია განსაზღვროს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანო.
1².თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ამ მუხლითა და ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2.კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით.
3.თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში უფლებამოსილების განხორციელებისათვის კომისიის წევრებს ანაზღაურება არ მიეცემათ. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებზე, რომელთა საქმიანობა შეიძლება დაფინანსდეს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსებიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ოდენობითა და წესით.
4.„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის (შემდგომ − სისტემური რეგისტრაცია) ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღნიშნული ბრძანებით დადგენილი ვადით აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შესაბამის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება გაგრძელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია საკუთრების უფლება აღიაროს, ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის გარდა, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამოს კატეგორიის) მიწის ნაკვეთზე იმ შემთხვევაშიც, თუ მასზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ის არ არის დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი და მათი ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.
6.სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5673 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.443
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5993 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.26
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №614- სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.233
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1134 - სსმ I, №9, 13.04.2009 წ., მუხ.34
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3513 - სსმ I, №48, 09.08.2010წ., მუხ.314
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4966 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1248 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5157 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5501 – ვებგვერდი, 18.12.2019წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესითა და ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში კონსულტაციისთვის მიიწვიოს შესაბამისი სახელმწიფო უწყების კომპეტენტური წარმომადგენელი (წარმომადგენლები).11. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობამ შესაძლებელია განსაზღვროს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანო.12. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ამ მუხლითა და ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.2. კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით.3. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში უფლებამოსილების განხორციელებისათვის კომისიის წევრებს ანაზღაურება არ მიეცემათ. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებზე, რომელთა საქმიანობა შეიძლება დაფინანსდეს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსებიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ოდენობითა და წესით.4. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის (შემდგომ − სისტემური რეგისტრაცია) ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღნიშნული ბრძანებით დადგენილი ვადით აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შესაბამის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება გაგრძელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.5. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია საკუთრების უფლება აღიაროს, ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის გარდა, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამოს კატეგორიის) მიწის ნაკვეთზე იმ შემთხვევაშიც, თუ მასზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ის არ არის დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი და მათი ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.6. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით.საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5673 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.443საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5993 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.26საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №614- სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.233საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1134 - სსმ I, №9, 13.04.2009 წ., მუხ.34საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3513 - სსმ I, №48, 09.08.2010წ., მუხ.314საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4966 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1248 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5157 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5501 – ვებგვერდი, 18.12.2019წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №19 · ძალაშია 1 იან. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 8
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2019
პირველ პუნქტში კომისიის უფლებამოსილებას მე-4 პუნქტის შემთხვევა გამოაკლდა და კომისიას კონსულტაციისთვის უწყების წარმომადგენლის მოწვევის უფლება დაემატა; ახალი მე-4–მე-6 პუნქტებით სისტემური რეგისტრაციისას აღიარებაზე უფლებამოსილია სააგენტო.
· გამოქვეყნდა 17 ივნ. 2016
მე-3 პუნქტში ანაზღაურების აკრძალვის გამონაკლისი გადატანილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაზე. დაფინანსების წყაროდ ადგილობრივი ბიუჯეტის ნაცვლად დასახელებულია დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები, ხოლო ოდენობასა და წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მე-2 პუნქტში კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების განმსაზღვრელი წესი ახლა მტკიცდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, პრეზიდენტის ბრძანებულების ნაცვლად.
მე-4 მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომელიც აღნიშნული სარეკრეაციო ტერიტორიებისთვის პრეზიდენტის ბრძანებულებით სხვა უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
მე-3 პუნქტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურების წესი შეიცვალა ანაზღაურების აკრძალვით; გამონაკლისია ქ. თბილისის საკრებულოს კომისიის წევრები, რომელთა საქმიანობა შეიძლება დაფინანსდეს თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
· გამოქვეყნდა 12 დეკ. 2008
მე-4 მუხლის პირველი პუნქტი შემოიფარგლა თვითნებურად დაკავებული მიწით; მართლზომიერი მფლობელობის შემთხვევა გადავიდა 4¹ მუხლში, ამოღებულია სათაურები.
მე-4 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით კომისიის წევრების, თავმჯდომარისა და მისი მოადგილის საქმიანობა ანაზღაურდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მე-4 მუხლის პირველ პუნქტში კომისიის საქმიანობა დაექვემდებარა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესს და ამ კანონით დადგენილ წესს; დაემატა სათაურიც.