„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 37¹. მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის, უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენისა და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ზოგადი წესი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 31 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას ადგენს სააგენტო, ხოლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2.სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სააგენტო, სისტემური რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადით.

3.სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, როგორც სისტემური, ისე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საველე სამუშაოების დაწყებამდე, სააგენტო/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია შესაბამის სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით უზრუნველყოს შემდეგი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად მოძიება, დამუშავება და სისტემატიზაცია: ა) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაზუსტებული და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია; ბ) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთების გრაფიკული მონაცემები; გ) მიღება-ჩაბარების აქტები; დ) საკომლო წიგნების ჩანაწერები; ე) საგადასახადო სიები; ვ) ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემები; ზ) მიწის განაწილების სიები; თ) საკუთრებისა და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

4.სააგენტო და განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია სათანადოდ შეისწავლოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, გადაამოწმოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია და საკადასტრო/გრაფიკული მონაცემები, სააგენტოში დაცული და საველე სამუშაოების შედეგად მოძიებული, სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე განსაზღვროს მიწის ნაკვეთის მდებარეობა სარეგისტრაციო ბლოკის სხვა მიწის ნაკვეთებთან და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან მიმართებით.

5.ამ მუხლით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადგენის წესი არ გამოიყენება, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

6.უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დგინდება, თუ: ა) მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრის/მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია შესაბამისობაშია სააგენტოში დაცულ მონაცემებთან; ბ) აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა დგინდება მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტაციით; გ) აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთი შესაბამისობაშია მებაღეობის ამხანაგობის განაწილების გეგმასთან ან ადგილმდებარეობა დგინდება მებაღეობის ამხანაგობის სააგარაკო სახლის პროექტით; დ) სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცულია აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთის სქემატური ნახაზი, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ან სქემატური ნახაზით შესაძლებელია მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენა; ე) აგეგმილი/აზომილი ნაკვეთის ადგილმდებარეობა დგინდება ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული საინვენტარიზაციო გეგმით; ვ) სააგენტოში დაცული სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის, „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის (KFW) თანადაფინანსებით) პროექტისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებული ინტეგრირებული გრაფიკული მონაცემთა ბაზის შესწავლის, ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, შესაძლებელია დადგინდეს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა.

7.სააგენტოს/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია როგორც ცალკეული მიწის ნაკვეთების, ისე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების ან მათი ნაწილის ფაქტობრივი მდებარეობის ერთობლივად დადგენა.

8.თუ ამ მუხლით დადგენილი წესით შეუძლებელია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა ან თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და დაინტერესებული პირი მოითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციას, სააგენტო ვალდებულია ჩაატაროს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

9.თუ ამ მუხლით დადგენილი წესით უტყუარად დგინდება, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ არის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტური ან თუ იმ ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს მიწის ნაკვეთი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარება, სააგენტო უფლებამოსილია არ ჩაატაროს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. ამ შემთხვევაში სააგენტო შესაბამის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით.

10.სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციის წესით წარდგენილი განცხადებების ფარგლებში დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილ სააღრიცხვო ბარათში ისეთი ურთიერთშეუსაბამობის აღმოჩენისას, როდესაც შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება, უფლების რეგისტრაციის საფუძველია სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის გადაწყვეტილება სააღრიცხვო ბარათის პირისადმი კუთვნილების შესახებ, გარდა ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის სააღრიცხვო ბარათის პირისადმი კუთვნილება დგინდება სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების დროს.

11.სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადით ჩერდება ამ ინსტრუქციის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 38-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, მე-40 მუხლის მე-9 პუნქტისა და 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება.

12.ინსტრუქციის ამ თავით სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესები გამოიყენება ასევე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პროექტის განმახორციელებლის მიერ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5¹4¹611³15⁶13651437⁵37⁴37⁷37¹
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…ფიზიკური და კერძო სამა…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა