1.კომისია განცხადებას განიხილავს მიღებიდან ორ თვეში. თუ საკუთრების უფლების აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ორ თვეზე მეტი, კომისია უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადა დამატებით გაზარდოს არა უმეტეს ექვსი თვისა.
2.კომისიის გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 დეკემბრის ბრძანებულება №585 - სსმ III, №176, 11.12.2008 წ., მუხ.1794

