1.კომისიის მიერ ამ დებულების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიღებული ან ამ დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, მინისტრი ან მისგან უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას (დანართი №1).
2.საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობზე (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
3.სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთრების უფლებას არეგისტრირებს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში მიმღები პირის მიერ წარდგენილი საკუთრების უფლების მოწმობისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის დადგენილება №125 – ვებგვერდი, 29.03.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 თებერვლის დადგენილება №56 – ვებგვერდი, 08.02.2022წ.

