„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“

მუხლი 16

რედაქცია №17

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

2.თუ კომისიამ განცხადების განხილვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, ეს ჩაითვლება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს პრეზიდენტის 200 8 წლის 5 დეკემბრ ის ბრძანებულება № 585 - სსმ III, № 176 , 11 .

12 .200 8 წ., მუხ. 1794 საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 იანვრის ბრძანებულება №46 - სსმ III, №7, 25.01.2010 წ., მუხ.68

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის აქტების ბათილობა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მისი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის აქტებს და მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მართლზომიერი მფლობელობა შესაძლოა სხვა დოკუმენტებითაც დადასტურდეს და ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არსებითი გარემოებები სრულად გამოიკვლიოს და შეაფასოს. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინებები და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ხუთი ადმინისტრაციული აქტი. სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ რეგისტრაციის თაობაზე ახალი აქტის გამოცემა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5¹57⁷197 (და…917161537⁸316 (და…16
მნიშვნელობით ახლოსფიზიკური და კერძო სამა…საჯარო რეესტრის შესახე…ფიზიკური და კერძო სამა…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს კონსტიტუცი…კანონიერი მოსარგებლეებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა