,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“

მუხლი 3. წარსადგენი დოკუმენტები

რედაქცია №6

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი (ხოლო ამ წესის პირველი მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ.

2.განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იური­­დიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა, გარდა მრა­ვალ­ბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენე­ბისა; გ) მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემ­თხვევაში ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტუ­რებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; დ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი, ხოლო მრავალბინიან სახლებზე დასრულებული მიშენება-დაშენების შემთხვევაში – ობიექტის აზომვითი ნახაზი; ე) ფოტოსურათები; ვ) ამ წესის პირველი მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დასკვნა კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ . საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 დეკემბრის ბრძანებულება №675-სსმIII №175, 11.12.2007წ., მუხ.1936 საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 იანვრის ბრძანებულება №7-სსმIII №3, 10.01.2008წ., მუხ.40 საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 მაისის ბრძანებულება №271-სსმIII №77, 30.05.2008წ., მუხ.824

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2952081644 (და…5630 (დ…3818163
მნიშვნელობით ახლოს,,პროექტის შემთანხმებე…ბინათმესაკუთრეთა ამხან…განსაკუთრებული მნიშვნე…კანონიერი მოსარგებლეებ…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა