,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“

მუხლი 1. რეგულირებისა და მოქმედების სფერო

რედაქცია №6

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების (შემდეგში – ობიექტები ან მათი ნაწილები) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს.

2.წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იან­ვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ.

2¹.ამ წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება-დაშენებების მიმართ, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას.

2².ამ  წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებულ და დაუმთავრებელ 500 კვ.მ-მდე საერთო ფართობის მქონე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, თუ  ნულოვან ნიშნულამდე მათი მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.

3.ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება არ წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილებით განსაზღვრულ ნებართვის გაცემის სტადიას. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 იანვრის ბრძანებულება №7-სსმIII №3, 10.01.2008წ., მუხ.40 საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 მაისის ბრძანებულება №271-სსმIII №77, 30.05.2008წ., მუხ.824 საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 მარტის ბრძანებულება №184-სსმIII №31, 24.03.2010წ., მუხ.450 საქართველოს პრეზიდენტის 201 1 წლის 29 ივნისის ბრძანებულება № 340 - ვებგვერდი, 29.06 .201 1 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4¹5635103²40141¹141⁸1 (და…1¹ (დ…11
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…,,პროექტის შემთანხმებე…პროდუქტის უსაფრთხოების…მშენებლობის ნებართვის …ქ. თბილისის მუნიციპალი…ქონების ლეგალიზების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა