1.საარსებო შემწეობის თანხა , რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული , მიეცემა მის მემკვიდრეებს , თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს სააგენტოს პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.
2.საარსებო შემწეობის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი პირის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომელიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლის ვადაში. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ.

