სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 13 (დანართი 1). სოციალური პაკეტის მიუღებელი თანხის ანაზღაურება ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 26 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი სოციალური პაკეტის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) ბენეფიციარის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი სოციალური პაკეტის თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით სოციალური პაკეტის თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე; ბ) მოთხოვნა, შეჩერებული სოციალური პაკეტის განახლების შესახებ, ბენეფიციარის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია ბენეფიციარის სიცოცხლეში.

2.პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) სოციალური პაკეტის თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.

3.2012 წლის 1 სექტემბრამდე ბენეფიციარის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები ჩაითვლება ამ წესის მიხედვით გაცემულად.

4.გარდაცვლილი ბენეფიციარის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას სოციალური პაკეტის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი ბენეფიციარის მემკვიდრის მხრიდან, სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.სოციალური პაკეტის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი ბენეფიციარის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომლებიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ ბენეფიციარის გარდაცვალების დღიდან ერთი წლის განმავლობაში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9²123222¹185711 (დ…6 (და…10 (დ…341114213 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსოციალური დახმარების შ…სახელმწიფო პენსიის შეს…სახელმწიფო კომპენსაციი…დაგროვებითი პენსიის შე…სოციალური პაკეტის განს…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა