“მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"

მუხლი 16. საარსებო შემწეობის გაცემის შეწყვეტა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 8 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველია: ა) ოჯახის განცხადება; ბ) ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება; გ) თუ, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას“; დ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ოჯახის წევრის 16 წლის ასაკის შესრულება; ე) ოჯახის წევრის – გარდაცვალება, სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსება ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლა ან თუ ოჯახის წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს.

2.საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო: ა) ოჯახის მიერ განცხადებით მომართვის შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მომართვის თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან); ბ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში – მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ დოკუმენტის განთავსების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან); გ) იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულას- საარსებო შემწეობის თანხის ბოლო ჩარიცხვის თვიდან; დ) ოჯახის წევრის 16 წლის ასაკის შესრულების შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვიდან; ე) გარდაცვალების შემთხვევაში – გარემოების დადგომის მომდევნო თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან); ვ) პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან); ზ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან); თ) საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის მომდევნო თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან); ი) იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრ(ებ)ი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან); კ) სხვა შემთხვევ(ებ)ში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან).

3.(ამოღებულია - 08.06.2026, №19). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 18.06.2012წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01- 40/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ. მუხლი 17. საარსებო შემწეობის გადაანგარიშება 1. საარსებო შემწეობის ოდენობის გადაანგარიშება, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის – ოჯახში ვიზიტის გარეშე, მოხდება შემდეგი გარემოებების არსებობისას: ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილების შემთხვევაში; ბ) ღატაკ ოჯახში ბავშვის დაბადების (შვილად აყვანის) შემთხვევაში, როცა ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ბოლო შეფასებიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი; გ) ოჯახის წევრ(ებ)ის (გარდა ყველა წევრისა) გარდაცვალების, სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში ან, თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, სპეციალური ფორმის დოკუმენტის – „ოჯახის დეკლარაციის“ ან ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე (ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე მოქმედი პირობების შესაბამისად) ოჯახს გადაუანგარიშდება დანიშნული საარსებო შემწეობა ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით, გარდაცვალების ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან).

2.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, განმეორებითი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას ან ოჯახს შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, „ოჯახის დეკლარაციის“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-9 მუხლით განსაზღვრული მონაცემების კორექტირების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის ან რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე გაცემული/გადაანგარიშებული საარსებო შემწეობის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 18.06.2012წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 15 აპრილის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 15.04.2014წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 იანვრის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ. მუხლი 17 1 . საარსებო შემწეობის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში 1. ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი საარსებო შემწეობის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) პირის გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი (გარდაცვალების თვის ჩათვლით) საარსებო შემწეობის თანხა, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე; ბ) პირს გარდაცვალებამდე მოპოვებული ჰქონდა საარსებო შემწეობის მიღების უფლება, მაგრამ გარდაცვალების დროისთვის თანხა ჯერ არ ჩარიცხულა საბანკო ანგარიშზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე საარსებო შემწეობის თანხები გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის განცხადებით მიმართეს სააგენტოს, პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.

3.საარსებო შემწეობის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება საარსებო შემწეობა, თუ იგი შეწყდა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის გარდაცვალების გამო ან/და მემკვიდრის მიერ არ იქნა გატანილი საარსებო შემწეობის შეწყვეტის თვის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7961304¹417139 (და…1174 (და…7016
მნიშვნელობით ახლოს“მიზნობრივი სოციალური …სოციალური დახმარების შ…შრომითი მოვალეობის შეს…საქართველოს ოკუპირებულ…საქართველოს სამოქალაქო…ახალი კორონავირუსით (S…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა