საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ

მუხლი 8. გარდამავალი დებულება

რედაქცია №39

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცეს უფლება, პირი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებს უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავს სურვილს, რომ სწავლა გააგრძელოს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩარიცხოს იმ კლასის შესაბამის კლასში, რომელშიც აღნიშნული პირი ირიცხება/შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი/შეწყვეტილი აქვს მოსწავლის სტატუსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირზე არ ვრცელდება ამ წესით გათვალისწინებული, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისათვის დადგენილი რეგულაციები.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის  საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, საკმარისია ნებისმიერი დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება პირის უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ფაქტი. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიყალბე, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილება პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ ბათილია მისი ძალაში შესვლის დღიდან.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით ჩარიცხვის შესაძლებლობა ვრცელდება 2021-2022, 2022-2023, 2023-2024, 2024-2025 და 2025-2026 სასწავლო წლებში ჩარიცხულ პირებზე.

4.უმაღლესი განათლების მიღების ფორმის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 17.03.2022წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №99/ ნ - ვებგვერდი , 03.11.2023 წ . საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №169/ნ - ვებგვერდი, 16.10.2024წ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №199/ნ - ვებგვერდი, 03.12.2024წ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №57 /ნ - ვებგვერდი, 05.08.2025წ. დანართი №2 საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურები

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7493363⁸63⁶89¹⁹8989¹5191178
მნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…ზოგადი განათლების შესა…საქართველოს განათლების…თავდაცვის კოდექსისააღმზრდელო საქმიანობი…საქართველოში გაცემული …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა