Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუმაღლესი განათლების შესახებმუხლი 89

უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 89. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი და საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²3³455¹5²5³66¹6²6³6⁴788¹8²8³8⁴8⁵8⁶91010¹10²111212¹12²131415161717¹17²17³18192021222323¹242526272829

1.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ეროვნული გამოცდების ცენტრის დებულების დამტკიცება.

2.2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისათვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის საქმიანობის დაწყება.

3.ეროვნული გამოცდების ცენტრის ფუნქციებს მის შექმნამდე ასრულებენ სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

3¹.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული გამოცდების ცენტრის უფლებამონაცვლე, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის უფლებამონაცვლე.

3².რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლე.

3³.რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლე.

4.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2005-2006 სასწავლო წლისთვის უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ზოგად უნარებში, უცხო ენებსა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული) და მათემატიკაში, ხოლო 2006-2007 სასწავლო წლისთვის – აგრეთვე სხვა საგნებში. გამოცდების ჩატარების წესს და მათ სავალდებულო/არჩევით ხასიათს ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

5.საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის შექმნამდე მისი ფუნქციების განხორციელება უზრუნველყოს „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად შექმნილმა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭომ.

5¹.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული გამოცდების ცენტრი.

5².დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი.

5³.დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 2013 წლის 1 სექტემბრამდე განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი.

6.(ამოღებულია).

6¹.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017–2018 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის განხორციელება.

6².საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017–2018 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ 1 “ ქვეპუნქტითა და 54 2 მუხლით გათვალისწინებული წესების შემუშავება და დამტკიცება. შესაბამისი წესის დამტკიცებამდე უმაღლესი განათლების მქონე პირი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღება და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

6³.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის 31 დეკემბრამდეუზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესისდამტკიცება.

6⁴.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012–2013 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2012–2013 სასწავლო წლის დაწყებამდე გაიაროს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ჩატარებამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ითვლება აკრედიტებულად.

7.2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უზრუნველყონ მაგისტრატურის 120-კრედიტიან პროგრამაზე გადასვლა.

8.2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.

8¹.(ამოღებულია - 09.06,2026, №1645) .

8².(ამოღებულია - 09.06,2026, №1645) .

8³.(ამოღებულია - 09.06,2026, №1645) .

8⁴.უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მიზნებისათვის ის საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც კანონით გათანაბრებულია პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან, ჩაითვალოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტთან გათანაბრებულად.

8⁵.(ამოღებულია - 09.06,2026, №1645) .

8⁶.2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.

9.ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი გათანაბრებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან.

10.ამ მუხლის მე-9 პუნქტი ვრცელდება აგრეთვე პირებზე, რომლებიც გახდნენ ან გახდებიან ასპირანტები (მაძიებლები) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვებენ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს, მაგრამ არა უგვიანეს 2006 წლის 31 დეკემბრისა.

10¹.დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირს უფლებრივი მდგომარეობით უთანაბრდება პირი, რომელსაც 2007 წლამდე აქვს მინიჭებული დოცენტის ან პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება შესაბამის სახელოვნებო-შემოქმედებით ან არქიტექტურის სფეროში.

10².დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს პირს, რომელმაც დაასრულა ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და რომელიც ამ პროგრამის განხორციელების დროს უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა ასპირანტურაში.

11.საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყონ დაწესებულებაში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერ-თანამშრომლების გადაყვანა ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის აკადემიურ თანამდებობებზე.

12.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „ი“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების მიღება.

12¹.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2009 წლის 15 აპრილამდე უზრუნველყოს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების განაწილების წესის დამტკიცება.

12².იმ პირებს, რომლებმაც 2013 წლამდე საერთო სამაგისტრო გამოცდების შემდეგ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდამდე/გამოცდებამდე მიიღეს უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში, საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩაეთვალოთ ჩაბარებულად.

13.ამ კანონის ნორმებსა და „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებთან წინააღმდეგობის წარმოქმნის შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის ნორმები.

14.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც 2006 წელს მიენიჭათ ინსტიტუციური აკრედიტაცია, უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭიროებენ განმეორებით აკრედიტაციას პროფესიული უმაღლესი განათლების ნაწილში.

15.2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისობა ამ კანონის მე-2 მუხლის „ღ“, „ღ 1 “ და „ჰ 18 “ ქვეპუნქტებთან და მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან.

16.(ამოღებულია).

17.2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლისათვის ხორციელდება ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

17¹.დაუშვებელია დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010–2011 სასწავლო წლის შემდეგ. ამ დრომდე ჩარიცხულ პირებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი წესით.

17².ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის /სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დიპლომირებული სპეციალისტის მიერ დაგროვებული კრედიტები შეიძლება ჩათვალოს ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის /ვეტერინარის აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნებისათვის. ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისთვის დიპლომირებული სპეციალისტი უნდა ჩაირიცხოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

17³.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2010 წლის 1 სექტემბრისთვის ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობას, უფლებამოსილია სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე განახორციელოს აღნიშნული საგანმანათლებლო საქმიანობა. დაუშვებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.

18.2009 წელს კერძო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ამ კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არიან, არ გაერთიანდნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში და მაგისტრანტობის კანდიდატები მიიღონ ამ კანონის 52 1 მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესით.

19.2009 წელს შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საერთო სამაგისტრო გამოცდებამდე ჩაატაროს მაგისტრანტობის კანდიდატისთვის განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, 2009 წლის 7 ივნისამდე დაადგინოს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესი.

20.ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების ძალაში შესვლის შემდეგ ყველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია. აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზებულად ითვლება აკრედიტაციის დარჩენილი ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ისინი სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად ვალდებული არიან გაიარონ ავტორიზაცია.

21.2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირებზე ვრცელდება 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი.

22.ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის სამართლებრივი შედეგები არ ვრცელდება ამ დაწესებულებაში ავტორიზაციის გავლამდე ჩარიცხულ პირებზე. მათზე ვრცელდება ავტორიზაციის გავლამდე მოქმედი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების პირობები და საფასური დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით.

23.2010 წლის 1 სექტემბრიდან 10 დღის ვადაში ყველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინოს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით).

23¹.ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში მითითებული პირი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი აქვს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია.

24.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს იმ აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვას, რომლებმაც 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა ვერ მოახერხეს აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების ბრალეული ქმედების გამო. ბრალის არსებობა დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი წარმოებით. აბიტურიენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით, 1 წლით. ამ ვადის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული პირების სწავლის დაფინანსებას საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითვალისწინებს სარეგისტრაციო განაცხადში ფაკულტეტის და აკადემიური უმაღლესი ან /და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პრიორიტეტულ ჩამონათვალს და ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებული ვაკანტური ადგილების რაოდენობას. ეს პირები საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე/სპეციალობაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ მხოლოდ მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობს ამ პირების მიერ მოპოვებულ კრედიტებს, ხოლო სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება ხდება ამ კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

25.ამ პუნქტის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არაღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეერთების გზით რეორგანიზაცია იწვევს ამ პროგრამებზე ჩარიცხულ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებზე აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმის გავრცელებას.

26.იმ პირებზე, რომლებიც ამ პუნქტის ამოქმედებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და რომლებზედაც არ გაიცა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი − სისხლის ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო, ვრცელდება ნამდვილი ატესტატის გამოყენებისათვის განსაზღვრული ყველა სამართლებრივი შედეგი.

27.2011 წელს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე ბაკალავრიატის პირველი სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამაზე პირობით მიღებული პირი მსმენელის სტატუსსა და სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში.

28.უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება ამ კანონის ამოქმედებამდე მოიპოვეს და რომლებსაც აქვთ საქართველოში გაცემული, სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

29.საქართველოს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე დადებული აქვს სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულება უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, ვალდებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართოს აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ წერილობითი ინფორმაციის მისაღებად. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1444 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.171 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3376 - სსმ I, №40, 20.07.2010წ., მუხ.253 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4040 - სსმ I,№75, 27.12.2010წ., მუხ.464 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 09.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6177 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №518 – ვებგვერდი, 24.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №917 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2690 - ვებგვერდი, 27.10.2014წ საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2725 – ვებგვერდი, 06.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №613 – ვებგვერდი,14.06.2021წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1645 – ვებგვერდი, 11.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №124 · ძალაშია 11 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 11 ივნ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 88შემდეგი მუხლი 89¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №127

  • 1 ცვლილება · ბოლო 11 ივნ. 2026
  • 41 რედაქცია
  • 8 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 2მუხლი 52¹მუხლი 54მუხლი 54²მუხლი 66¹მუხლი 7მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 89¹⁸საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს გასატარებელი ღონისძიებები
  • 89¹⁹ზოგიერთ პირზე სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნის გავრცელება
  • 89²¹სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალით

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 32⁸სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალით
  • 32⁷„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა
  • 24აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 8უცხო ქვეყანაში უმაღლესი სამედიცინო განათლებამიღებული პირისათვის დამოუკიდებლი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება

ზოგადი განათლების შესახებ

  • 63⁷საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის წასაყენებელი მოთხოვნები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 31³უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 23¹გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის განსაკუთრებული პირობა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 75საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

  • 3უნივერსიტეტის სამართლებრივი სტატუსი და სტრუქტურა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
863⁷10252¹5454²66¹7989¹⁸89¹⁹89²¹32⁸32⁷89
მითითებამნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…განათლების ხარისხის გა…საექიმო საქმიანობის შე…ზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №127 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026