1.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია: ა) მოსწავლეებს მიაწოდოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება, რომელიც ეფუძნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებს; ბ) შექმნას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობა; ბ 1 ) ხელი შეუწყოს პირის/მოსწავლის ეფექტიან ტრანზიციას; [ ბ 2 ) განახორციელოს უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] გ) დაიცვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი ეროვნული სასწავლო გეგმა; დ) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით. სახელმძღვანელოს სამინისტროსთან შეთანხმების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; [ დ) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს სამინისტროსთან შეთანხმების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; (ამოქმედდეს 2028 წლის 1 სექტემბრიდან)] ე) უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად; ე 1 ) მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათი სრულყოფილი განვითარებისათვის უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ვ) შექმნას ზოგადი განათლების ალტერნატიული ფორმებით მიღების შესაძლებლობა, მოსწავლეთა ასაკობრივი თავი სებურებების გათვალისწინებით, შესაბამისი საფეხურის სხვა მოსწავლეთაგან განცალკევებით; ზ) შექმნას ინკლუზიური განათლების განხორციელების პირობები; თ) არ დაუშვას არამეცნიერული შეხედულების ან თეორიის, როგორც მეცნიერული თეორიის ან ფაქტის, სწავლება; ი) ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები; კ) უზრუნველყოს სასკოლო დროს სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლის უსაფრთხოება; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მასწავლებლობის მაძიებელი სკოლაში; მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლების პერსონალური მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია სკოლაში არსებული მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებლების ვაკანსიების შესახებ; ნ) მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, პროფესიული მზადების პროგრამაში მათი მონაწილეობის ხარჯების დაფინანსების ან თანადაფინანსების გზით; ო) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
2.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია: ა) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს იმ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურება, რომლებსაც არ აქვთ დამოუკიდებლად დაწესებულებამდე მისვლის და შინ დაბრუნების საშუალება; ბ) მოსთხოვოს საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება ამ დაწესებულების მასწავლებლებს, სხვა თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს; გ) (ამოღებულია - 29.06.2018, №2753) ; დ) ამ კანონის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს სხვა სკოლებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; ე) უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის ტერიტორიაზე კვების უსაფრთხო პირობების შექმნა; ვ) უზრუნველყოს მოსწავლეები სასკოლო ბიბლიოთეკით, რომელიც ეფუძნება მოსაზრებათა პლურალიზმს და უზრუნველყოფს მოსწავლის ყოველმხრივ განვითარებას, მის მიერ ქვეყნის თვითმყოფადობის, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და კულტურული მრავალფეროვნების შეთვისებას; ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების დონის შესაბამისად მიიღოს ზომები მისი შრომის ანაზღაურების გაზრდის მიზნით; თ ) ( ამოღებულია - 21.07.2010, №3530 ) .
3.საჯარო სკოლას უფლება აქვს, მშობლებთან შეთანხმებით შესთავაზოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ: ა) შესაბამის მოსწავლეს ამ მომსახურებას არ გაუწევს ამავე სკოლაში დასაქმებული მასწავლებელი; ბ) ამ მომსახურებას არ აქვს გაკვეთილის სახე; გ) შესაბამის მოსწავლეს ეს მომსახურება არ გაეწევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აუცილებელი დატვირთვის ფარგლებში.
4.საჯარო სკოლას უფლება აქვს მოსწავლეებს მიაწოდოს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, მათ შორის, ფასიანი მომსახურება. საჯარო სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა დაწესებულების ყველა მოსწავლისათვის.
5.ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ 7 .ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლა უფლებამოსილია ინკლუზიური განათლების პროცესის ხელშეწყობის/მხარდაჭერის მიზნით განახორციელოს პროგრამები/სერვისები, კონსულტაცია გაუწიოს სხვა სკოლებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს, რესურსსკოლის ადმინისტრაციისა და სხვა თანამშრომლებს. საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491 საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4734 - ვებგვერდი, 22 . 0 6 . 2011წ. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5349 - ვებგვერდი, 06.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №918 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2753 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3443 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6905 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №417 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2250 – ვებგვერდი, 14.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3663 – ვებგვერდი, 05.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1353 - ვებგვერდი, 05.02.2026წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1646 – ვებგვერდი, 11.06.2026წ.
