საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს რეგიონული განვითარების პრობლემატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია; ბ) ცალკეულ საკითხთა მომზადებისა და წინადადებათა შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები; გ) კონკრეტულ საკითხებზე საკონსულტაციოდ მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები; დ) საქართველოს მთავრობასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, მათი კომპეტენციის სფეროს შესაბამისად, წარუდგინოს წინადადებები და დასკვნები.
