Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებმუხლი 23¹

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

მუხლი 23¹. მთავრობის უფლებამოსილებანი

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

მთავრობის უფლებამოსილებებს განეკუთვნება: ა) საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება; ბ) მთავრობის წევრებისთვის დავალებების მიცემა მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხების მომზადებისა და შესრულების მიზნით; გ) ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და განხილვა, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულება; საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენა და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა; დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობების განსაზღვრისა და გაუქმების, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების ორგანიზების შესახებ წინადადებების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოსათვის წარსადგენად; ე) საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ადგილობრივი საკუთრების ფლობა, განკარგვა და მისით სარგებლობა; ე 1 ) ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საპრივატიზებო პირობებისა და ფასის განსაზღვრა; ე 2 ) ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, აქციებისა და წილების სახელმწიფო სათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, თვითმმართველ ი ერთეულებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა; ვ) მთავრობის რეგლამენტის, მასში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავება და მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქალაქო სამსახურების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; ზ 1 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის (სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული)) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობა და მათში გაწევრება; მთავრობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების გამართული საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და მათთვის ქონების გადაცემა; ამხანაგობაში მონაწილეობა; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის (აქციების) შეძენა; მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის სამოქმედო წესების განსაზღვრა; თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო, არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლება და მათი საქმიანობის კონტროლი; ი) მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ფინანსური სახსრებისა და ქონების საკუთრებაში გადაცემა; კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდების (დებულების) დამტკიცება, რომლითაც განისაზღვრება სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები; ლ) (ამოღებულია - 06.09.2013, №1077); მ) მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად კომისიების, საბჭოებისა და სხვა საკონსულტაციო ორგანოების შექმნა; მათი სამოქმედო დებულებების დამტკიცება; ნ) დედაქალაქის შიდა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ორგანიზება; საქალაქო არქივის შექმნა; ო) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობისა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება; პ) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M 2 და M 3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების დადგენა და დამტკიცება; ჟ) საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისათვის (M 2 და M 3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების დადგენა და დამტკიცება; რ) დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის (ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, გამოყენება, გადამუშავება, სეპარაცია, გაუვნებლება და განთავსება) მომსახურების ორგანიზება; ს) დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მიზნით ოპერატორის შერჩევის წესის განსაზღვრა; ტ) დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, გარდა დასახლების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა, დამტკიცება საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ტ 1 ) ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების განვითარებისა და რეაბილიტაციის განხორციელებაში მონაწილეობა და არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა, მათ შორის, დედაქალაქის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების, მცირე არქიტექტურული ფორმების, ცალკეული არქიტექტურული დეტალების, დეკორატიული ელემენტების დამატება-მოწყობის საკითხების რეგულირება და აღნიშნული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ტ 2 ) სოციალურ-კულტურული, განათლებისა და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება; უ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6324) ; უ 1 ) დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავება და შესრულება; უ 2 ) დედაქალაქის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, შესრულება და მისი განხორციელების მონიტორინგი; ფ) ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3499-სსმI, №35, 03.08.2006წ., მუხ.255 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5464-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.376 საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №529-სსმI, №34, 04.12.2008წ., მუხ.213 საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №541-სსმI, №34,04.12.2008წ., მუხ.220 საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1559-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.139 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2949-სსმI, №23, 04.05.2010წ., მუხ.128 საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3773-სსმI, №63, 10.11. 2010წ., მუხ.400 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5856 – ვებგვერდი, 28.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №82 5 – ვებგვერდი, 06.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1077 – ვებგვერდი, 25.09.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №41 · ძალაშია 25 სექ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 13

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 25 სექ. 2013
  2. 1 სექ. 2013· გამოქვეყნდა 6 აგვ. 2013

    23¹ მუხლის „ტ 2“ ქვეპუნქტში დასაფინანსებელი ღონისძიებების ჩამონათვალს დაემატა განათლების ღონისძიებები.

  3. 26 ივნ. 2012· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2012

    ამოღებულია „უ“ ქვეპუნქტი, რომელიც თბილისის მთავრობას ნუმერაციის წესების დადგენას ანიჭებდა.

  4. 2 მაი. 2011

    „ლ“ ქვეპუნქტში დაემატა სიტყვა „წინადადებებისა“, ხოლო 23¹ მუხლს დაემატა ახალი ტ¹, უ¹ და უ² ქვეპუნქტები ტერიტორიების განვითარებაში მონაწილეობის, არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვის, პრიორიტეტების დოკუმენტისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ.

  5. 10 ნოე. 2010

    23¹ მუხლს დაემატა ე¹ ქვეპუნქტი მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვით პრივატიზების შესახებ; „ზ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა იურიდიული პირების დაფუძნების, მათთვის ქონების გადაცემისა და ამხანაგობაში მონაწილეობის მიმართულებით, ამხანაგობის პუნქტის ადგილზე გაჩნდა სამოქმედო წესების განსაზღვრა, ხოლო „ი“ ქვეპუნქტი ქონების გადაცემასაც მოიცავს.

  6. 4 მაი. 2010
  7. 13 აგვ. 2009

    23¹ მუხლის „თ⁴“ ქვეპუნქტი ახლა ითვალისწინებს გეოგრაფიული ობიექტებისა და მრავალბინიან სახლებში ბინების ნუმერაციის წესების დადგენას.

  8. 4 დეკ. 2008
  9. 4 დეკ. 2008

    23¹ მუხლში იურიდიული პირების ჩამონათვალს დაემატა საჯარო სამართლის იურიდიული პირები (ე და ვ ქვეპუნქტები), დაემატა წესდების დამტკიცების „ვ 1“ ქვეპუნქტი და ძეგლის სტატუსის თაობაზე წინადადებების წარდგენის „ზ 1“ ქვეპუნქტი.

  10. 17 დეკ. 2007· გამოქვეყნდა 3 დეკ. 2007
  11. 7 მაი. 2007

    მთავრობის უფლებამოსილებებს დაემატა თ³ (დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცება) და თ⁴ (ქუჩების და სხვა ობიექტების ნუმერაცია).

  12. 3 აგვ. 2006

    მთავრობის უფლებამოსილებათა ჩამონათვალს დაემატა „თ¹“ და „თ²“ ქვეპუნქტები: დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება და ოპერატორის შერჩევის წესის განსაზღვრა.

  13. 18 იან. 2006

    დაემატა 23¹ მუხლი, რომელიც ადგენს თბილისის მთავრობის უფლებამოსილებათა ჩამონათვალს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 24

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 5 თებ. 2014 · №43

  • 13 ცვლილება · ბოლო 25 სექ. 2013
  • 17 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 9¹ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 47⁵ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებანი
  • 12საკრებულოს კომპეტენცია

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 75მთავრობის უფლებამოსილებები
  • 68თბილისის საკრებულოს უფლებამოსილება
  • 74თბილისის მთავრობა

საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

  • 16მერის უფლებამოსილებანი
  • 12ქალაქის საკრებულოთა სესიის კომპეტენციას განეკუთვნება:

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 5

საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

  • 72

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 50საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 6

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
59¹47⁵1275687450672161223¹
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს დედაქალაქი…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს მთავრობის …საქართველოს კონსტიტუცი…სოციალური მუშაობის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 5 თებ. 2014 · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026