საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 4. შს ორგანოს თანამშრომლის სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №23კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2012

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლები მოქმედი კანონმდებლობის, დადებული ფიცის, კონტრაქტისა და ამ დებულების შესაბამისად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და სარგებლობენ გარკვეული უფლებებით იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მათ აკისრიათ დაკავებული თანამდებობით. შს ორგანოს მუშაკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს კანონი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელი ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას პოლიციის თანამშრომელი ხელმძღვანელობს კანონით. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება პოლიციის თანამშრომელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. აკრძალულია პოლიციის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. შს ორგანოს თანამშრომელს ეკრძალება პოლიტიკურ ორგანიზაციაში მონაწილეობა და თავის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონების მოთხოვნებით, ამასთან არ შეიძლება იგი შეიზღუდოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და მასობრივი საზოგადოებრივი მოძრაობების გადაწყვეტილებებით, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შს ორგანოს მუშაკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედობის ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. შს ორგანოს თანამშრომლის ქმედობით ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    უკანონო დათხოვნის პერიოდში მიუღებელი დანამატებისა და კომპენსაციების სახით ზიანის ანაზღაურება

    მოსარჩელეები აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსგან უკანონო დათხოვნის შედეგად მიუღებელი დანამატებითა და კომპენსაციებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გამოსაყენებელი საჯარო სამსახურის კანონი უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის ზიანის ანაზღაურების ფარგლებს იძულებითი განაცდური ხელფასით განსაზღვრავდა. სასამართლოს შეფასებით, განაცდური ხელფასი უკვე სრულად იყო ანაზღაურებული, ხოლო სამოქალაქო კოდექსით დამატებითი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბრალეული ქმედება არ დასტურდებოდა. პალატამ გააუქმა სააპელაციო განჩინება, მიიღო ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²²1511²114844059113521254
მნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…პენიტენციური კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს შინაგან სა…