"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

მუხლი 10. უძრავი ქონების პრივატიზებისას გარიგების გაფორმების წესი

რედაქცია №13კონსოლიდირებული · 2 მარ. 2021

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №15 (21.04.2022). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №13 (02.03.2021), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უძრავი ქონების პრივატიზებისას (გარდა ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისა) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია.

2.უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

3.აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, მთავრობის თავმჯდომარის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.

4.მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა დადგენილ ვადაში და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ( საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელებული პრივატიზების შემთხვევებზე ).

5.ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღეში ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით , რაც საჯარო რეესტრში შესაბამისი ვალდებულების გაუქმების ან ვალდებულების ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია .

6.სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, მყიდველს უფლება აქვს, საინვესტიციო და საპრივატიზებო (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის) ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ქონება.

7.ქონების პრივატიზებისას, თუ საპრივატიზებო ვალდებულებად განსაზღვრულია მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა, მყიდველს უფლება აქვს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ქონება.

8.ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესით განკარგული ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში, იპოთეკარის მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის ან სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა), ახალ (და ყოველ შემდგომ) მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ განმკარგავი სუბიექტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 12 ივლისის კანონი №54 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 14.07.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უძრავი ქონების პრივატიზებისას (გარდა ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისა) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია. 2. უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. 3. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, მთავრობის თავმჯდომარის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. 4. მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა დადგენილ ვადაში და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ( საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელებული პრივატიზების შემთხვევებზე ). 5. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღეში ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით , რაც საჯარო რეესტრში შესაბამისი ვალდებულების გაუქმების ან ვალდებულების ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია . 6. სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, მყიდველს უფლება აქვს, საინვესტიციო და საპრივატიზებო (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის) ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ქონება. 7. ქონების პრივატიზებისას, თუ საპრივატიზებო ვალდებულებად განსაზღვრულია მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა, მყიდველს უფლება აქვს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ქონება. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესით განკარგული ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში, იპოთეკარის მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის ან სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა), ახალ (და ყოველ შემდგომ) მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ განმკარგავი სუბიექტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 12 ივლისის კანონი №54 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 14.07.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 17 დეკ. 2021 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-6 პუნქტი დაკავშირდა საპრივატიზებო პირობის (პირობების) არსებობასთან, დაემატა მე-7 პუნქტი საინვესტიციო პირობების არარსებობის შემთხვევისთვის და მე-8 პუნქტი საპრივატიზებო ვალდებულებების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის შესახებ; ასევე დაემატა ცვლილების კანონის მითითება.

  2. 10-ე მუხლში უძრავი ქონების პრივატიზება ახლა ნასყიდობის ხელშეკრულებით ფორმდება: დადგენილია ხელშეკრულების დადების ვადები (აუქციონიდან 1 თვე, პირდაპირი მიყიდვისას აქტიდან 3 თვე), საფასურის გადახდის დადასტურების მოვალეობა, 5 სამუშაო დღეში ვალდებულების შესრულების დადასტურება და სამინისტროს თანხმობით იპოთეკის უფლება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1833¹1819471281512012141010
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო ქონების შეს…ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…სანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა