"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

მუხლი 9. უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები

რედაქცია №13კონსოლიდირებული · 2 მარ. 2021

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №15 (21.04.2022). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №13 (02.03.2021), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამინისტრო ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით , ხოლო მთავრობის თავმჯდომარე ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას , უფლებამოსილია ქონების შემძენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განუსაზღვროს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა და ვადა . ქონების მყიდველის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების არანაკლებ 50%- ის შესრულების დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში , სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების მყიდველის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობის 50%- ის შემცირების თაობაზე .

2.უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

3.მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.

4.მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ქონების განმკარგავი სუბიექტის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

5.ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება(ები) უქმდება, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, ქონების შემძენს განმკარგავი სუბიექტის მიერ არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 12 ივლისის კანონი №54 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 14.07.2017წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 18 ივნისის კანონი №116 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 23.06.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამინისტრო ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით , ხოლო მთავრობის თავმჯდომარე ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას , უფლებამოსილია ქონების შემძენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განუსაზღვროს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა და ვადა . ქონების მყიდველის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების არანაკლებ 50%- ის შესრულების დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში , სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების მყიდველის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობის 50%- ის შემცირების თაობაზე . 2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე. 4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ქონების განმკარგავი სუბიექტის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. 5. ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება(ები) უქმდება, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, ქონების შემძენს განმკარგავი სუბიექტის მიერ არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 12 ივლისის კანონი №54 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 14.07.2017წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 18 ივნისის კანონი №116 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 23.06.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 17 დეკ. 2021 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. … – 19 მაი. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-4 პუნქტში ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხა ახლა უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის / ბეს თანხაა და ოქმის მოშლა აღარ არის მოხსენიებული. დაემატა მე-5 პუნქტი საპრივატიზებო პირობების დარღვევით ხელშეკრულების ცალმხრივი მოშლის შედეგებზე: ქონების დაბრუნება, იპოთეკის გაუქმება და თანხების გაუნაზღაურებლობა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30120181981210118²1201112149
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო ქონების შეს…ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა