იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ

მუხლი 8 (დანართი 1). შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 3 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად გამოსცემს განკარგულებას შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. (არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი: „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №2 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში, უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების გამოცემის შესაძლებლობას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის მიღების გარეშე, როდესაც ავტორიზებული პირის წილის ან აქციების გასხვისება ექვემდებარება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე–27-ე მუხლების შესაბამისად შეტყობინებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №2 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების ისეთ სუბიექტზე გამოცემის შესაძლებლობას, რომლის მიერ წილის ან აქციების შეძენაც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ/ავტორიზებულ პირს აქცევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/1311 - ვებგვერდი, 20.12.2019 წ.

2.თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარა აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული ვადაში, იგი კარგავს გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას.

3.ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია განკარგულების მიღების შემდეგ და სათანადო შეტყობინების მიღების შემდეგ, არა უგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მოძრავი ქონების გატანა.

4.იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გაიტანს ქონებას, მას დაეკისრება ქონების შენახვის ხარჯი.

5.აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულისთვის ქონების გადაცემა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით.

6.აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების გადაცემის ვალდებულება შესრულებულად ითვლება ქონების ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულისათვის შესაბამისი განკარგულების გადაცემისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №2/1/1311 – ვებგვერდი, 13.02.2019წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/1311 - ვებგვერდი, 20.12.2019 წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

  • №2/6/131117.12.2019გადაწყვეტილება(1)
    ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია

    „შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი და რობერტ ხახალევი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

    არაკონსტიტუციურია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებითი აუქციონით გასხვისებისას საკუთრების განკარგულების კომისიისათვის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის გარეშე გამოცემა, როდესაც გასხვისება კანონით შეტყობინებას ექვემდებარება.

    ძალის დაკარგვის თარიღი: 17.12.2019§127§128
  • №2/1/131107.02.2019საოქმო ჩანაწერი(1; №2 დანართი, 2–6; №2 დანართი)
    ნორმის მოქმედება შეჩერდა

    „შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶45588 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა