Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებმუხლი 7³

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 7³

რედაქცია №52 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, გარდა საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას. თანახელმოწერა ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

2.(ამოღებულია - 20.09.2018, №3453);

3.(ამოღებულია - 20.09.2018, №3453);

4.თანახელმოწერას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც უკავშირდება: ა) საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას, პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტის სესიის ან სხდომის მოწვევას; ბ) კონსტიტუციური შეთანხმების დადებას; გ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, საქართველოს პარლამენტისთვის კანონის შენიშვნებით დაბრუნებას; დ) პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე განწესებას; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას; ე) სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებას; ვ) მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტას; ზ) მსჯავრდებულთა შეწყალებას; თ) საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას; ი) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას.

5.საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის.

6.პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თუ მთავრობა მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მას, რითაც თანახელმოწერა დასრულებულად ჩაითვლება.

7.თუ მთავრობა არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის გადაეცა, მთავრობა ამზადებს მოტივირებულ შენიშვნებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად. საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში, მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის. ამის შემდეგ მეორდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა.

8.თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, საქართველოს პრეზიდენტს აღარ შეუძლია პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის გადასცეს იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში.

9.საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს თავისი სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით თანახელმოწერა. თუ პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს, მას საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 3 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თანახელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოტივირებული შენიშვნები საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა 3 დღის ვადაში. თუ პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნევს, თანახელმოწერა განხორციელდება ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილ ვადებში, რასაც პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად აცნობებს საქართველოს პრეზიდენტს.

10.საქართველოს პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული ბრძანება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი ამ ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას თანახელმოწერის თაობაზე. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.

11.საქართველოს პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული დეკრეტი პრემიერ-მინისტრს გადაეცემა და მისი თანახელმოწერა ხორციელდება ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტი პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემთხვევაში ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი − საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.

12.საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ თანახელმოწერის შემდეგ.

13.თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 9 ოქტ. 2018
წინა მუხლი 7²შემდეგი მუხლი 7⁴

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-09-16 · №52

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2018-10-09
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 6—
  • 7⁴—

საქართველოს კონსტიტუცია

  • 53თანახელმოწერა
  • 46კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 11საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები
  • 27ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი
  • 10საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 118საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები
  • 115საკანონმდებლო აქტების მიღება და კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცება

თავდაცვის კოდექსი

  • 160საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 17მინისტრის სამართლებრივი აქტები

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 117საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის საქმიანობის გარანტიები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
67⁴5346112710171601181151177³
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს მთავრობის …ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს პარლამენტი…თავდაცვის კოდექსიაღმასრულებელი ხელისუფლ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026