1.ქონების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი მიდგომები: ა) საბაზრო მიდგომა; ბ) დანახარჯების მიდგომა; გ) შემოსავლების მიდგომა.
2.ქონების საბაზრო ღირებულება, შეფასების მიდგომები და მეთოდები აისახება ქონების შეფასების დასკვნაში. ქონების შეფასების დასკვნის ფორმები მტკიცდება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით, რომელიც ხელმისაწვდომია აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე − www.nbe.gov.ge.
3.ქონების შეფასების დასკვნა უნდა შეიცავდეს: ა) ქონების შეფასების დასკვნის ნომერს; ბ) რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების სამართლებრივ მდგომარეობას; გ) ქონების აღწერილობის ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ მახასიათებლებს, რომელიც გავლენას ახდენს ქონების ღირებულებაზე; დ) ქონების შეფასების მიდგომებსა და მეთოდებს; ე) ფოტოსურათებს (საჭიროების შემთხვევაში); ვ) ობიექტის ინსპექტირების თარიღს (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ქონების ღირებულების დადგენის თარიღს; თ) დასკვნის შედგენის თარიღს; ი) ხელმოწერას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 3 ივლისის ბრძანება №1224 - ვებგვერდი, 03.07.2026 წ.

