ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

მუხლი 26

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

ერთი მოსამართლის სისტემა, კომიტეტები, პალატები და დიდი პალატა 1. სასამართლოში შემოსულ საქმეებს განიხილავენ ერთი მოსამართლე, კომიტეტები სამი მოსამართლის შემადგენლობით, პალატები შვიდი მოსამართლის შემადგენლობით და დიდი პალატა ჩვიდმეტი მოსამართლის შემადგენლობით. კომიტეტებს სასამართლოს პალატები ქმნიან განსაზღვრული ვადით.

2.სასამართლოს პლენუმის მოთხოვნით, მინისტრთა კო-მიტეტს შეუძლია, ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და განსაზღვრული ვადით, ხუთ წევრამდე შეამციროს პალატებში მოსამართლეთა რაოდენობა.

3.საქმის ერთი მოსამართლის შემადგენლობით განხილვისას, მოსამართლეს არ აქვს უფლება განიხილოს საჩივარი იმ მაღალი ხელშემკვრელი მხარის წინააღმდეგ, რომლისგანაც ის მოსამართლედ იქნა არჩეული.

4.მოსამართლე, არჩეული იმ სახელმწიფოსაგან, რომელიც განსახილველ საქმეზე მხარეს წარმოადგენს, არის პალატის ან დიდი პალატის ეხ ოფფიციო წევრი. თუ ასეთი მოსამართლე არ არის, ან მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მოცემული საქმის განხილვაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს ამ სახელმწიფოს მიერ წინასწარ წარმოდგენილი კანდიდატების სიიდან სასამართლოს თავმ ჯდომარის მიერ შერჩეული პირი.

5.დიდ პალატას აგრეთვე შეადგენენ სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, პალატის თავმჯდომარეები და სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად შერჩეული სხვა მოსამართლეები. როცა საქმე განსახილველად გადაეცემა დიდ პალატას 43-ე მუხლის საფუძველზე, დიდი პალატის სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს გადაწყვეტილების გამომტანი პალატის ვერცერთი მოსამართლე, გარდა პალატის თავმჯდომარ ისა და მოსამართლისა იმ სახელმწიფოდან, რომელიც მხარეა მოცემულ საქმეში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455826
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)