ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

მუხლი 46

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა და აღსრულება 1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები �კისრულობენ, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეებზე, რომლებშიც ისინი მხარეს წარმოადგენენ.

2.სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.

3.თუ მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება ყოვნდება გადაწყვეტილების განმარტებასთან დაკავშირებული პრობლე-მის გამო, მას შეუძლია სასამართლოს განმარტებისათვის მიმართოს. ეს გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის უფლებამოსილი წევრების ხმათა ორი მესამედით.

4.თუ მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ მაღალი ხელშემკვრელი მხარე უარს ამბობს დაემორჩილოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, კომიტეტს შეუძლია, ამ მხარისათვის ოფიციალური შეტყობინების შემდეგ და კომიტეტის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხმათა ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა ამ ხელშემკვრელმა მხარემ 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.

5.თუ სასამართლო დაადგენს 1-ლი პუნქტის დარღვევას, ის საქმეს გადასცემს მინისტრთა კომიტეტს მისაღები ზომების განსაზღვრის მიზნით. თუ სასამართლო ასეთ დარღვევას ვერ დაადგენს, იგი საქმეს გადასცემს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც წყვეტს საქმესთან დაკავშირებულ პროცედურას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455846
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)