ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

მუხლი 36

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

მესამე მხარის ჩართვა 1. პალატის ან დიდი პალატის მიერ �განსახილველ ყველა საქმეზე მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, რომლის მოქალაქეც არის მომჩივანი, უფლება აქვს წარუდგინოს სასამართლოს წერილობითი განმარტება და მონაწილეობა მიიღოს საქმის მოსმენაში.

2.მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების მიზნით, წერილობითი განმარტების წარსადგენად ან საქმის მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად, სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია მოიწვიოს მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც არ წარმოადგენს პროცესის მხარეს მოცემულ საქმეში, ან სხვა დაინტერესებული პირი, რომელიც არ არის მომჩივანი ამ საქმეზე.

3.ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს შეუძლია წერილობითი შენიშვნები წარადგინოს პალატის ან დიდი პალატის მიერ განსახილველ ყველა საქმეზე და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომებში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
89831403022928345257231136
მნიშვნელობით ახლოსდისკრიმინაციის ყველა ფ…ადამიანის უფლებათა და …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…ევროპული კონვენცია სის…საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა