ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 7

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოპასუხე მხარე ახორციელებს სასამართლო უწყებისა და განაჩენის გადაცემას, რომლებიც ამ მიზნით მას მიეწოდება მომთხოვნი მხარის მიერ. გადაცემა შეიძლება განხორციელდეს უწყების ან განაჩენის ადრესატისათვის უბრალო მიწოდების გზით. თუ მომთხოვნი მხარე სპეციალურად ითხოვს, მაშინ მოპასაუხე მხარის მიერ გადაცემა ხორციელდება ანალოგიური დოკუმენტებისათვის მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ან განსაკუთრებული წესით, რომელიც შეეფარდება ამ კანონმდებლობას.

2.გადაცემის ფაქტი მტკიცდება ხელწერილით, რომელიც დათარიღებული და ხელმოწერილია ადრესატის მიერ ან მოპასუხე მხარის განცხადებით, იმის თაობაზე, რომ გადაცემა შედგა ფორმისა და თარიღის მითითებით. შესაბამისი დოკუმენტი დაუყოვნებლივ ეგზავნება მომთხოვნ მხარეს. მოპასუხე მხარე მომთხოვნი მხარის თხოვნის შესაბამისად ადასტურებს, რომ გადაცემა განხორციელდა მოპასუხე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. გადაცემის გახორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მოპასუხე მხარე დაუყოვნებლივ აცნობებს მომთხოვნ მხარეს მიზეზების თაობაზე.

3.ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ სიგელის დეპონირების დროს შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადებით ითხოვოს იმაზე, რომ მისი ტერიტორიაზე მყოფი ბრალდებულის სასამართლოში გამოცხადების უწყისი გადაეცეს მის კომპეტენტურ ორგანოებს სასამართლოში გამოცხადების თარიღამდე გარკვეული დროით ადრე. ეს დრო მინიშნებულია ზემოხსენებულ განაცხადეაბაში და არ აღემატება 50 დღეს. ეს დრო გათვალისწინებულია სასამართლოში გამოცხადების თარიღის დადგენაში და უწყების გადაცემის დროს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶45587
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)