Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 83

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 83. მხარეთა საპროცესო უფლებები

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

1¹.არასრულწლოვანს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებთან ერთად უფლება აქვს, ბავშვის უფლებათა კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებზე მიიღოს ინფორმაცია იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

2.მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს.

3.საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის.

4.სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5014 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5914 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.

წინა მუხლი 82შემდეგი მუხლი 83¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №178

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 70ბავშვის უფლებათა კ… 70

მიუთითებენ მასზე

მუხლი 224

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 91მესამე პირების საპროცესო უფლებები
  • 87თანამონაწილეთა საპროცესო უფლებები
  • 203მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 29—

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 25სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა და მხარეთა თანასწორობა
  • 52ექსპერტის უფლება-მოვალეობანი
  • 57დაზარალებულის უფლებები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 31საპროცესო უფლებები

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 74ბავშვზე მორგებული პროცესი

ადვოკატთა შესახებ

  • 4ადვოკატის უფლებები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 13მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემა

პროკურატურის შესახებ

  • 53საჩივარი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
413702249187203312925525753707483
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…ბავშვის უფლებათა კოდექ…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…ადვოკატთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025