ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

მუხლი 4

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა 1. არავინ შეიძლება იმყოფებოდეს მონობაში ან ყმობაში.

2.არავის შეიძლება დაეკისროს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.

3.ამ მუხლის გაგებით, �იძულებით ან სავალდებულო შრომად� არ განიხილება: ა. ნებისმიერი სამუშაო, რომლის შესრულებაც, ჩვეულებრივ, სავალდებულოა პატიმრობისას, რაც შეფარდებულია ამ კონვენციის მე-5 მუხლის დებულებების შესაბამისად, ან ასეთი პატიმრობიდან პირობითი თავისუფლების განმავლობაში; ბ. სამხედრო ხასიათის ნებისმიერი სამსახური ან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად დაკისრებული სამსახური იმ ქვეყნებში, სადაც შინაგანი მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა მართლზომიერადაა მიჩნეული; ც. ნებისმიერი სამსახური, დაკისრებული საგანგებო მდგომარეობის ან საერთო უბედურების ჟამს, რაც საფრთხეს უქმნის ხალხის სიცოცხლესა და კეთილდღეობას; დ. ნებისმიერი სამუშაო თუ სამსახური, რომელიც ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ ვალდებულებებს განეკუთვნება.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმების დაკისრებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა

    საწარმო სადავოდ ხდიდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ორ ბრძანებას აზარტული თამაშობების სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმების დაკისრების შესახებ და შემოსავლების სამსახურის ბრძანებას ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო შებოჭილია სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებით და არ შეუძლია აპელანტის მდგომარეობის გაუარესება. სააპელაციო სასამართლო გასცდა ამ ფარგლებს და არ იმსჯელა ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ბრძანების კანონიერებაზე. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1507973830476716678127134
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს შრომის კოდ…საქართველოს შინაგან სა…ადამიანის უფლებათა და …სამოქალაქო უსაფრთხოები…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა