1.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით ან/და ფსიქიკური სნეულებით დაავადებული პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;
ზ) პირი, რომელმაც შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო;
თ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, შვილს, გერს, დას, ძმას, მეუღლის დას, ძმას ან მშობელს;
ი) სხვა ქვეყნის მოქალაქე ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), გარდა საქართველოს კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღებისას შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან არასწორი მონაცემები წარადგინა;
ლ) 60 წელს მიღწეული პირი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);
მ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
2.მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) არა აქვს უფლება, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) ან სხვა საჯარო დაწესებულებაში/კერძო დაწესებულებაში ეკავოს სხვა თანამდებობა. მოსამსახურის მიერ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება ან შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება დასაშვებია მხოლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში.
3.შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თანხმობით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან სხვა საჯარო დაწესებულებაში/კერძო დაწესებულებაში ეკავოს სხვა თანამდებობა. ეს ხელს არ უნდა უშლიდეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
4.მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა, შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობა და პოლიტიკური პარტიის წევრობა.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ მიიღება:ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;ბ) პირი, რომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით ან/და ფსიქიკური სნეულებით დაავადებული პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;ზ) პირი, რომელმაც შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო;თ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, შვილს, გერს, დას, ძმას, მეუღლის დას, ძმას ან მშობელს;ი) სხვა ქვეყნის მოქალაქე ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), გარდა საქართველოს კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღებისას შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან არასწორი მონაცემები წარადგინა;ლ) 60 წელს მიღწეული პირი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);მ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.2. მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) არა აქვს უფლება, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) ან სხვა საჯარო დაწესებულებაში/კერძო დაწესებულებაში ეკავოს სხვა თანამდებობა. მოსამსახურის მიერ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება ან შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება დასაშვებია მხოლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში.3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თანხმობით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან სხვა საჯარო დაწესებულებაში/კერძო დაწესებულებაში ეკავოს სხვა თანამდებობა. ეს ხელს არ უნდა უშლიდეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.4. მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა, შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობა და პოლიტიკური პარტიის წევრობა.საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. [მუხლი 47 1 . მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება 1. მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად სამინისტრო უფლებამოსილია მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე მოსამსახურესთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისა და მისი სამსახურიდან დათხოვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1151 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №16
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 თებ. 2026 – 1 მაი. 2026ტექსტი უცნობია
1 სექ. 2025 – 1 თებ. 2026ტექსტი უცნობია
1 აგვ. 2025 – 1 სექ. 2025ტექსტი უცნობია
12 ოქტ. 2023 – 1 აგვ. 2025ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 16 სექ. 2022
47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ამოღებულია სიტყვა „სპეციალური“; ნორმა ახლა ეხება პირს, რომელმაც შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო.
· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018
47-ე მუხლის მე-4 პუნქტის აკრძალვა გაფიცვის გარდა ახლა შეკრებაში, მანიფესტაციაში მონაწილეობასა და პარტიის წევრობასაც მოიცავს.