ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 26

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მე–15 მუხლის მე–7 პუნქტის და მე–16 მუხლის მე–3 პუნქტის დებულებების გათვალისწინების პირობით, წინამდებარე კონვენცია იმ ქვეყნების მიმართ, რომლებზეც იგი ვრცელდება ცვლის ხელშემკვრელ მახრეთა შორის სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ არსებულ ნებისმიერი ხელშეკრულების, კონვენციების ან ორმხრივი შეთანხმებების დებულებებს.

2.წინამდებარე კონვენცია არ ხელყოფს ვალდებულებებს,რომლებიც დაკისრებულია ნებსმიერი სხვა ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო კონვენციის პირობებით, რომელიც შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს ამ სფეროში ურთიერთდახმარების კონკრეტული ასპექტების მარეგულირებელ მუხლებს.

3.ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ დადონ ერთმანეთში ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ მხოლოდ წინამდებარე კონვენციის დებულებათა შევსების ან მათ მიერ მოყვანილი პრინციპების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.

4.იმ შემთხვევაში თუ ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარება ხორციელდება ერთგვარ კანონმდებლობაზე დაყრდნობით და სპეციალური სისტემით, რომელიც გულისხმობს შესაბამის ტერიტორიებზე ურთიერთდახმარების ზომების ორმხრივ გამოყენებას, ამ მხარეებს წინამდებარე კონვენციის დებულებათა მიუხედავად შეუძლიათ ამ სფეროში არსებული ურთიერთობები დაარეგულირონ ასეთი კანონმდებლობის ან სისტემის შესაბამისად. ხელშემკვრელი მხარეები, რომლებიც წინამდებარე პუნქტის შესაბამისად გამორიცხავენ წინამდებარე კონვენციის ორმხრივ გამოყენებას ატყობინებენ ამის შესახებ გენერალურ მდივანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455826
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)