ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 30

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს საბჭოს წევრებს და ნებისმიერ სახელმწიფოს მთავრობას, რომელიც მიუერთდა წინამდებარე კონვენციას შემდეგს: ა)მისი ხელმომწერი მხარეების დასახელებას და ნებისმიერი სარატიფიკაციო სიგელისა და მიერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის შესახებ; ბ)წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს; გ)ნებისმიერ შეტყობინებას, მიღებული მე–5 მუხლის პირველი პუნქტის, მე–7 მუხლის მე–3 პუნქტის, მე–15 მუხლის მე–16 პუნქტის, მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის, 24–ე მუხლის, 25–ე მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტების და 26– მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად; დ)23–ემუხლის 1–ი პუნქტის შესაბამისად გაკეთებულ ნებისმიერ დათქმას; ე) 23–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად ნებისმიერი დათქმის მოხსნას; ვ) 29–ე მუხლის დებულებათა შესაბამისად დენონსაციის შესახებ ნებისმიერ შეტყობინებას და ამ დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღს; რის დასტურადაც შესაბამისად უფლებამოსილნი ქვემორე ხელისმომწერნი აწერენ წინამდებარე კონვენციას ხელს. შესრულებულია ქ, სტრასბურგში 1959 წლის 20 აპრილს ერთ პირად ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, რომლებსაც თანაბარი ძალა გააჩნიათ და რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივში. კონვენციის დამოწმებულ ასლებს გენერალური მდივანი გაუგზავნის ყველა ხელმომწერ ან მიერთებულ მთავრობებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455830
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)