„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის VIII 1 თავით
მუხლი 18. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ამოღება საქართველოს „წითელი ნუსხიდან“
1. საქართველოს „წითელი ნუსხიდან“ სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის ამოღების საფუძველს წარმოადგენს მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია ამ სახეობის მდგომარეობის გაუმჯობესების (რაოდენობის ზრდის, გამრავლების ან/და გავრცელების არეალის გაფართოების, საარსებო პირობების აღდგენის) შესახებ.
2. საქართველოს „წითელი ნუსხიდან“ სახეობა ან სხვა ტაქსონომიური ერთეული შეიძლება ამოღებულ იქნეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.
3. აკრძალულია საქართველოს „წითელი ნუსხიდან“ სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის ამოღება, თუ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცებიდან არ არის გასული ხუთი წელი მაინც. თავი VI. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვა, მონიტორინგის სისტემა და აღდგენითი ღონისძიებები
