„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის VIII 1 თავით
მუხლი 19. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვა და მონიტორინგის სისტემა
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობის სისტემატური შეფასების მიზნით წარმოებს ამ სახეობების აღრიცხვა და მათი მდგომარეობის მონიტორინგი.
2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვისას და მათი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახეობების ან სხვა ტაქსონომიური ერთეულების გავრცელების, რაოდენობის, მდგომარეობის, წარსულში და ამჟამად მათი გამოყენების და საარსებო გარემოს შესახებ მონაცემები, ინფორმაცია ბუნებათსარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აღრიცხვის, კადასტრისა და მონიტორინგის შესახებ და სხვა აუცილებელი ცნობები.
3. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).
4. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).
5. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201). საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3347-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.237 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
