„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის VIII 1 თავით
მუხლი 26^13. ნებართვის მოქმედების ვადა
1. ამ თავით გათვალისწინებული ნებართვით სარგებლობა ვადიანია.
2. სახეობის ნიმუშის ექსპორტის ან რეექსპორტის ნებართვა ძალაშია მისი გაცემიდან 6 თვის განმავლობაში.
3. სახეობის ნიმუშის იმპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა ძალაშია მისი გაცემიდან 12 თვის განმავლობაში. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.
