საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

მუხლი 36. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცებამდე მოქმედებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალი (წითელი ნუსხა), რომელშიც შეტანილი უნდა იქნეს 1982 წლის საქართველოს სსრ წითელი წიგნით განსაზღვრული სახეობები და „ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ“ 1979 წლის 23 ივნისს ქალაქ ბონში შესრულებული კონვენციით, ამ კონვენციის „აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ“ და „შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ“ შეთანხმებებით და ამავე კონვენციის სხვა შეთანხმებებით მკაცრი დაცვის რეჟიმის ქვეშ მოქცეული სახეობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობენ მუდმივად ან დროებით (მიგრირებადი სახეობები).

2.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალის (წითელი ნუსხის) დამტკიცების თაობაზე“ მიღებულ იქნეს 2003 წლის 1 აგვისტომდე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ივლ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14216302302¹26⁶85³85²66⁴47202336
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს „წითელი ნუ…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს სისხლის სა…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ადმინისტრა…ცხოველთა სამყაროს შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა