Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებმუხლი 23

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

მუხლი 23. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 9 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718

1.საქართველოს მთავრობამ  2026 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს: ა) „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა; ბ) „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.

2.ცხოველის პოპულაციის მართვის ღონისძიებების ეფექტიანად განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2026 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ; ბ) ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) შესახებ.

3.საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესით (პროგრამით) სულ მცირე უნდა განისაზღვროს: ა) უპატრონო/მიკედლებული ძაღლის საყოველთაო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაციის/კასტრაციისა და ანტირაბიული ვაქცინაციის ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით; ბ) საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებითი მხარდაჭერის ღონისძიებები შესაბამისი მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრები მეპატრონეებისთვის; გ) უპატრონო/მიკედლებული ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაციის/კასტრაციისა და ანტირაბიული ვაქცინაციის მიზნით ძაღლის ვეტერინარული მომსახურების შესყიდვისა და მიწოდების გეგმა ყველა მუნიციპალიტეტის მიხედვით, აგრეთვე მუნიციპალიტეტების მიერ ამ დროებითი წესის (პროგრამის) განსახორციელებლად აუცილებელი ღონისძიებები.

5.საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესით (პროგრამით) განსაზღვრული და საჭიროების შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული ცხოველის პოპულაციის მართვის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული თანხების გათვალისწინება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებებისთვის საშუალოვადიან პერიოდში ასიგნებების ზღვრული მოცულობების განსაზღვრისას (ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი) და საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებისას.

6.მუნიციპალიტეტებმა 2026 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დამტკიცება ან ამ წესების არსებობის შემთხვევაში მათი ამ კანონთან შესაბამისობა.

7.მეპატრონემ 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით.

8.მეპატრონე, რომელსაც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს ცხოველი, ვალდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის რეგისტრაციის მიზნით 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.

9.მიმკედლებელი, რომელსაც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს ცხოველი, ვალდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის რეგისტრაციის მიზნით 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.

10.მეპატრონე, რომლის ცხოველიც სტერილიზებული ან კასტრირებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულია 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შესატანად.

11.მეპატრონეზე, რომელსაც 2027 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ჰყავს ცხოველი, არ ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

12.მეპატრონეზე, რომელსაც 2027 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ჰყავს ამ კანონით განსაზღვრული პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლი, არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.

13.ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საშენი ვალდებულია 2027 წლის 1 იანვრამდე გაიაროს ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში.

14.ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი და საშენი ვალდებული არიან 2026 წლის 1 მაისამდე მიმართონ სააგენტოს, რათა ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების სრულყოფილად განსახორციელებლად ჰქონდეთ წვდომა მონაცემთა ერთიან ბაზაზე.

15.ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), კინოლოგიური დაწესებულება, ფელინოლოგიური დაწესებულება, რეალიზატორი და ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი ვალდებული არიან 2026 წლის 1 მაისამდე მიმართონ სააგენტოს, რათა ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების სრულყოფილად განსახორციელებლად ჰქონდეთ წვდომა (რეგისტრაციისა და ცვლილების შეტანის უფლების გარეშე) მონაცემთა ერთიან ბაზაზე.

16.სააგენტომ 2026 წლის 1 ივლისამდე: ა) ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს, ვეტერინარული დაწესებულების, თავშესაფრისა და საშენის წვდომა მონაცემთა ერთიან ბაზაზე; ბ) ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოს ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმროს), კინოლოგიური დაწესებულების, ფელინოლოგიური დაწესებულების, რეალიზატორისა და ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტის წვდომა (რეგისტრაციისა და ცვლილების შეტანის უფლების გარეშე) მონაცემთა ერთიან ბაზაზე.

17.საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს კინოლოგისა და ფელინოლოგის სერტიფიცირების წესების დამტკიცება.

18.ფიზიკური პირები, რომლებიც საქმიანობენ ცხოველის მოვლა-პატრონობის, მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციისა და ქცევის კორექციის მიმართულებებით, ვალდებული არიან 2028 წლის 1 ივლისამდე გაიარონ სერტიფიცირებული კინოლოგის/ფელინოლოგის პროფესიული პროგრამა ან/და მიმართონ შესაბამის ორგანოს არაფორმალური განათლების აღიარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-07-09

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 22კანონთან დაკავშირებით მისაღები სამართლებრივი აქტები
  • 17პატრონიანი ცხოველის მოშენება და პოპულაციის მართვა
  • 7მეპატრონე

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 75გარდამავალი დებულებანი

აკვაკულტურის შესახებ

  • 40გარდამავალი დებულებები

ტურიზმის შესახებ

  • 50გარდამავალი დებულებები

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

  • 16გარდამავალი დებულებები

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 29გარდამავალი დებულებები

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

  • 11გარდამავალი დებულებანი

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 17გარდამავალი დებულებები

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 70„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტების მიღების ვადები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 24გარდამავალი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
247075111740501671322172923
მითითებამნიშვნელობით ახლოსშინაურ ბინადარ ცხოველთ…სურსათის/ცხოველის საკვ…აკვაკულტურის შესახებტურიზმის შესახებსოფლის მეურნეობისა და …კანონთან კონფლიქტში მყ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივლ. 2025