მუხლი 3. ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ან სხვა უწყების მიერ ლიცენზიის/ნებართვის გაცემა
1. დაუშვებელია ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ან უწყების მიერ ლიცენზიის/ნებართვის გაცემა იმ საქმიანობისათვის, რომელზეც შესაბამისად ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება ამ ბრძანებულებით დადგენილი წესით ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ან უწყებას მინიჭებული არა აქვს.
2. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო ან უწყება ლიცენზიას/ნებართვას გასცემს იმ ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელზე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ლიცენზირებას/ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას ახორციელებს აღნიშნულ ტერიტორიაზე. თავი II. საქმიანობის ნუსხა, რომელზეც ლიზენციისა და ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემათ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას
