მუხლი 1. მოქმედების სფერო
1. ეს ბრძანებულება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუქტის საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებათა სისტემაში შემავალი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების (შემდგომ – ავტონომიური რესპუბლიკა) შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესს.
