სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ

მუხლი 21 (დანართი 1). არაეთიკური ქცევა / ქცევის წესების დარღვევა

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამსახურში ან მივლინების ადგილას ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი მოსამსახურის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში ჩადენილი არაეთიკური ქცევა, რომელიც ამ ნუსხაში სახელდებით არ არის მოხსენებული, ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესის“ და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესის“ დარღვევა, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის (მათ შორის, მინისტრის მოადგილეების, თავდაცვის ძალების მეთაურის და მისი მოადგილეების ბრძანებების) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (ბრძანებების) დარღვევა, ჩადენილი გადაცდომის გათვალისწინებით, გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს ან ხელფასის 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან თანამდებობიდან ჩამოქვეითებას ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი ქმედების სიმძიმე, დამდგარი შედეგი, მოსამსახურის პიროვნება და სხვა გარემოებები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 02.06.2026წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
388386387198¹16211010 (დ…23 (დ…28 (დ…373521 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სამხედრო პოლიციის თანა…არასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს ფინანსთა ს…შემოსავლების სამსახური…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა