Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 35

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 35. სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის შესახებ ზოგადი დებულებები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:პერსონალის უფლებებიმართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულებითავდაცვის შესყიდვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617

1.სამხედრო მოსამსახურეს მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, სამოქალაქო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

2.სამხედრო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვა პირისთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს.

3.თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფოსთვის ან სხვა პირისთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანს სამხედრო მოსამსახურე ან ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ანაზღაურებს, თუ ეს ზიანი მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია.

4.თუ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტი ვადამდე არ შეწყდება ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“−„ვ“, „ი“−„ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლით, აღნიშნული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისთვის პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 1 500 ლარიდან 28 000 ლარამდე ოდენობით, თუკი მასთან გაფორმებული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კონტრაქტი კონკრეტული ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებს. პირი ვალდებულია გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა ამ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შეწყდება პირის გარდაცვალების შემთხვევაში.

6.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შეწყდება, თუ პირი, რომელმაც ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს: ა) ნებაყოფლობით ხელახლა გაივლის სამხედრო სამსახურს 2 წლის ვადით; ბ) დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 4 წლის განმავლობაში იღებდა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობას; გ) ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გაივლის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს 8 თვის ვადით ან ამავე კოდექსის შესაბამისად ვადამდე იქნება გათავისუფლებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლისგან (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას შეეფარდა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ან/და სასჯელი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის).

7.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული  ჯარიმის, აგრეთვე  ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს  გადახდა გადავადდება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამავე მუხლის მე-6 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი 2-წლიანი ვადის ამოწურვამდე; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი 4-წლიანი ვადის ამოწურვამდე; გ) „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი 8-თვიანი ვადის ამოწურვამდე.

8.საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაძლებელია პირი ან პირთა ჯგუფი გათავისუფლდეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე  ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან ან მას შეუმცირდეს აღნიშნული ჯარიმის ან პირგასამტეხლოს ოდენობა.

9.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება იმ პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელმაც ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს, განაწილვადდეს არაუმეტეს 5 წლით, თუ იგი წარადგენს აღნიშნული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ოდენობების სათანადო უზრუნველყოფას. აღნიშნული ვალდებულების განაწილვადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს მინისტრს ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიას.

10.დაკისრებული ჯარიმის ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი აღნიშნული  ჯარიმის  აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტი.

11.ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გამოცემისთანავე.

12.ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

13.სასამართლო ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოტანილი განაჩენის ან/და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განჩინებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ გადაწყვეტილების ასლები.

14.სამხედრო მოსამსახურის მიერ მასთან გაფორმებული კონტრაქტის შესრულების ადგილად მიიჩნევა მუნიციპალიტეტი, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც მდებარეობს სამინისტროს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელშიც იგი სამხედრო სამსახურს გადის, თუ ამ კონტრაქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

15.არ შეიძლება სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი დაწინაურება ან/და წოდებრივი დაწინაურება მის მიმართ დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.

16.სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი პირისთვის ოფიციალურად გაცნობა ხდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით, ამ ნაწილით დადგენილი თანამიმდევრობით: ა) გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის გაცნობით/გამოცხადებით, მათ შორის, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის მეშვეობით; ბ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის მისი რეგისტრაციის, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის ან სამუშაო ადგილის მისამართზე ჩაბარებით, რაც დასტურდება ამ პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს − გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; გ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით ჩაბარებით, რაც დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; დ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩაუბარებლობიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მისი საჯაროდ, სამინისტროს ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე 1 თვის ვადით გამოქვეყნებით.

17.ამ მუხლის მე-16 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება შესაბამისი პირისთვის ოფიციალურად გაცნობილად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამხედრო მოსამსახურეს მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, სამოქალაქო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. 2. სამხედრო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვა პირისთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს. 3. თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფოსთვის ან სხვა პირისთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანს სამხედრო მოსამსახურე ან ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ანაზღაურებს, თუ ეს ზიანი მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია. 4. თუ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტი ვადამდე არ შეწყდება ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“−„ვ“, „ი“−„ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლით, აღნიშნული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისთვის პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 1 500 ლარიდან 28 000 ლარამდე ოდენობით, თუკი მასთან გაფორმებული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კონტრაქტი კონკრეტული ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებს. პირი ვალდებულია გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა ამ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შეწყდება პირის გარდაცვალების შემთხვევაში. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შეწყდება, თუ პირი, რომელმაც ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს: ა) ნებაყოფლობით ხელახლა გაივლის სამხედრო სამსახურს 2 წლის ვადით; ბ) დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 4 წლის განმავლობაში იღებდა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობას.შემწეობას; გ) ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გაივლის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს 8 თვის ვადით ან ამავე კოდექსის შესაბამისად ვადამდე იქნება გათავისუფლებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლისგან (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას შეეფარდა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ან/და სასჯელი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის). 7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული  ჯარიმის, აგრეთვე  ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს  გადახდა გადავადდება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამავე მუხლის მე-6 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი 2-წლიანი ვადის ამოწურვამდე; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი 4-წლიანი ვადის ამოწურვამდე; გ) „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი 8-თვიანი ვადის ამოწურვამდე. 8. საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაძლებელია პირი ან პირთა ჯგუფი გათავისუფლდეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე  ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან ან მას შეუმცირდეს აღნიშნული ჯარიმის ან პირგასამტეხლოს ოდენობა. 9. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება იმ პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელმაც ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს, განაწილვადდეს არაუმეტეს 5 წლით, თუ იგი წარადგენს აღნიშნული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ოდენობების სათანადო უზრუნველყოფას. აღნიშნული ვალდებულების განაწილვადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს მინისტრს ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიას. 10. დაკისრებული ჯარიმის ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი აღნიშნული  ჯარიმის  აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტი. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გამოცემისთანავე. 12. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 13. სასამართლო ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოტანილი განაჩენის ან/და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განჩინებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ გადაწყვეტილების ასლები. 14. სამხედრო მოსამსახურის მიერ მასთან გაფორმებული კონტრაქტის შესრულების ადგილად მიიჩნევა მუნიციპალიტეტი, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც მდებარეობს სამინისტროს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელშიც იგი სამხედრო სამსახურს გადის, თუ ამ კონტრაქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 15. არ შეიძლება სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი დაწინაურება ან/და წოდებრივი დაწინაურება მის მიმართ დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში. 16. სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი პირისთვის ოფიციალურად გაცნობა ხდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით, ამ ნაწილით დადგენილი თანამიმდევრობით: ა) გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის გაცნობით/გამოცხადებით, მათ შორის, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის მეშვეობით; ბ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის მისი რეგისტრაციის, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის ან სამუშაო ადგილის მისამართზე ჩაბარებით, რაც დასტურდება ამ პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს − გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; გ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით ჩაბარებით, რაც დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; დ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩაუბარებლობიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მისი საჯაროდ, სამინისტროს ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე 1 თვის ვადით გამოქვეყნებით. 17. ამ მუხლის მე-16 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება შესაბამისი პირისთვის ოფიციალურად გაცნობილად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.
რედაქციების შედარება

1. სამხედრო მოსამსახურეს მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, სამოქალაქო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. 2. სამხედრო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვა პირისთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს. 3. თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფოსთვის ან სხვა პირისთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანს სამხედრო მოსამსახურე ან ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ანაზღაურებს, თუ ეს ზიანი მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია. 4. თუ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტი ვადამდე არ შეწყდება ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“−„ვ“, „ი“−„ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლით, აღნიშნული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისთვის პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 1 500 ლარიდან 28 000 ლარამდე ოდენობით, თუკი მასთან გაფორმებული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კონტრაქტი კონკრეტული ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებს. პირი ვალდებულია გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა ამ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შეწყდება პირის გარდაცვალების შემთხვევაში. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შეწყდება, თუ პირი, რომელმაც ესაღნიშნული ვალდებულება უნდა შეასრულოს: ა) ნებაყოფლობით ხელახლა გაივლის სამხედრო სამსახურს 2 წლის ვადით; ბ) დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 4 წლის განმავლობაში იღებდა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობას. 7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული  ჯარიმის, აგრეთვე  ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს  გადახდა გადავადდება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამავე მუხლის მე-6 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი 2-წლიანი ვადის ამოწურვამდე; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი 4-წლიანი ვადის ამოწურვამდე. 8. საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაძლებელია პირი ან პირთა ჯგუფი შეიძლება გათავისუფლდეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე  ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან ან მას შეუმცირდეს აღნიშნული ჯარიმის ან პირგასამტეხლოს ოდენობა. 9. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება იმ პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელმაც ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს, განაწილვადდეს არაუმეტეს 5 წლით, თუ იგი წარადგენს აღნიშნული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს  ჯარიმის ოდენობებისოდენობის სათანადო უზრუნველყოფას. აღნიშნული ვალდებულების განაწილვადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს მინისტრს ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიას. 10. დაკისრებული ჯარიმის ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი აღნიშნული  ჯარიმის  აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტი. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გამოცემისთანავე. 12. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 13. სასამართლო ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოტანილი განაჩენის ან/და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განჩინებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ გადაწყვეტილების ასლები. 14. სამხედრო მოსამსახურის მიერ მასთან გაფორმებული კონტრაქტის შესრულების ადგილად მიიჩნევა მუნიციპალიტეტი, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც მდებარეობს სამინისტროს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელშიც იგი სამხედრო სამსახურს გადის, თუ ამ კონტრაქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 15. არ შეიძლება სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი დაწინაურებასამსახურებრივი ან/და წოდებრივი დაწინაურება არ შეიძლება განხორციელდეს მის მიმართ დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში. 16. სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი პირისთვის ოფიციალურად გაცნობა ხდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით, ამ ნაწილით დადგენილი თანამიმდევრობით: ა) გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის გაცნობით/გამოცხადებით, მათ შორის, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის მეშვეობით; ბ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის მისი რეგისტრაციის, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის ან სამუშაო ადგილის მისამართზე ჩაბარებით, რაც დასტურდება ამ პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს − გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; გ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით ჩაბარებით, რაც დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; დ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩაუბარებლობიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მისი საჯაროდ, სამინისტროს ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე 1 თვის ვადით გამოქვეყნებით. 17. ამ მუხლის მე-16 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება შესაბამისი პირისთვის ოფიციალურად გაცნობილად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 14 მაი. 2026
  2. 26 ივნ. 2025
წინა მუხლი 34შემდეგი მუხლი 36

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დეზერტირობა (მუხლი 388) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნაწილის ან სამსახურის ადგილის თვითნებურად დატოვება (მუხლი 387)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამხედრო დანაშაული (თავი XXXIX) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამხედრო დათხოვნასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

3
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-05-14
2
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

სააღსრულებო წარმოე… 2მუხლი 2მუხლი 72მუხლი 86

მიუთითებენ მასზე

სააღსრულებო წარმოე… 2სააღსრულებო წარმოე… 20მუხლი 178

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 33სამხედრო მოსამსახურის მოვალეობები
  • 40სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების დროებით დაკისრება
  • 86სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 16ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა პირთა პასუხისმგებლობა, რომლებზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 37მოსამსახურის პასუხისმგებლობა
  • 40მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 23სამსახურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1005სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 388სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება

პოლიციის შესახებ

  • 59პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობა

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

  • 11სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

  • 16პასუხისმგებლობის შესახებ ზოგადი დებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3882201610051123593786272178334035
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…თავდაცვის კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026